ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: „ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა“
მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, ეკლესიაში არსებობს შიდა წესი და დაუშვებელია საკითხების „ურწმუნო ხალხის მსჯავრზე“ გამოტანა და ერთმანეთის განკითხვა. მან ასევე ისაუბრა ხელისუფლების მცდელობაზე, დაიცვას ქრისტიანული გზა.

„ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა“,-განაცხადა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ დღევანდელი ქადაგებისას.
მიტროპოლიტმა ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევაზე, ქრისტიანული გზისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სასულიერო პირის განცხადებით, ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და ცდილობს, საქართველო ქრისტიანულ გზაზე დარჩეს. მიტროპოლიტმა განსაკუთრებულად აღნიშნა არასრულწლოვანთა დაცვის კანონის მიღების მნიშვნელობაც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…