ქუთაისის მერი: ადგილზე მოვლენ სამხარაულის წარმომადგენლები, რომლებიც დაადასტურებენ ბინის მდგრადობას. ვფიქრობთ, 15 ოჯახი იქნება გასაყვანი, რისთვისაც სასტუმროები უკვე მოვიძიეთ
ქუთაისში, ხუთსართულიან კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ქალი დაშავდა, მერი დავით ერემეიშვილი კი აცხადებს, რომ შენობიდან 15 ოჯახის სასტუმროებში გადაყვანა იგეგმება.
ქუთაისში სპეციალისტები იმ ხუთსართულიანი კორპუსის მდგრადობას შეისწავლიან, სადაც რამდენიმე საათის წინ აფეთქება იყო.
შენობიდან უკვე მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ქალი მსუბუქად დაშავდა, მას დაზიანება ხელის არეში აქვს მიღებული, სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერი, რომელიც აცხადებს, რომ კორპუსიდან 15 ოჯახი იქნება გასაყვანი, რისთვისაც სასტუმროები უკვე მოძიებულია:
"დაზიანებულია კორპუსის მეხუთე სართული, სადაც უშუალოდ მომხდარია დაზიანება. მარტოხელა ქალბატონი, რომელიც ცხოვრობდა ამ ბინაში, გადაყვანილი არის სამედიცინო დაწესებულებაში, უტარდება გამოკვლევები, კონტაქტური არის. მისგან მიღებული ინფორმაციით, გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. ადგილზე ცოტა ხანში მოვლენ სამხარაულის წარმომადგენლები, რომლებიც დაადასტურებენ ბინის მდგრადობას. ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი, რისთვისაც სასტუმროები უკვე მოვიძიეთ,"- აცხადებს ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…