პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტარი ბარტულიცა: ხორვატიას უნდა შეეძლოს იმ სიტუაციების ამოცნობა, როდესაც მისი ინტერესები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ინტერესებისგან განსხვავდება და ეყოს პოლიტიკური სიმტკიცე, უმრავლესობის პოზიციას გაემიჯნოს და საკუთარი პირობების შესრულება მოითხოვოს

ევროპარლამენტარ სტივენ ნიკოლა ბარტულიცას განცხადებით, ხორვატიას უნდა ეყოს პოლიტიკური სიმტკიცე, გაემიჯნოს ევროკავშირის უმრავლესობას და სერბეთთან და მონტენეგროსთან გაწევრიანების მოლაპარაკებებში ომის რეპარაციები მოითხოვოს.

ევროპარლამენტარი ბარტულიცა: ხორვატიას უნდა შეეძლოს იმ სიტუაციების ამოცნობა, როდესაც მისი ინტერესები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ინტერესებისგან განსხვავდება და ეყოს პოლიტიკური სიმტკიცე, უმრავლესობის პოზიციას გაემიჯნოს და საკუთარი პირობების შესრულება მოითხოვოს
იმედინიუსი

ზაგრებში გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით „რა განსაზღვრავს ევროპას?“, რომლის მასპინძელიც ევროპარლამენტარი სტივენ ნიკოლა ბარტულიცა იყო, სიტყვით გამოვიდა. ხორვატულ მედიაში მის გამოსვლასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ბრიუსელის პოლიტიკით გამოწვეულ უკმაყოფილებაზეა საუბარი.

სტატიაში ერთ-ერთი საკითხი ხორვატიის ინტერესების დაცვას ეხება, რომ „ხორვატიამ უნდა გააცნობიეროს, როდის არ ემთხვევა მისი ინტერესები სხვებისას“.

ბარტულიცამ გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიდგომა „ხორვატია უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ცენტრში ხორვატიის ეროვნული ინტერესების დაყენებას გულისხმობს. მისი აზრით, ხორვატიას უნდა შეეძლოს იმ სიტუაციების ამოცნობა, როდესაც მისი ინტერესები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ინტერესებისგან განსხვავდება. მაგალითად მან სერბეთისა და მონტენეგროს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანება მოიყვანა. მისი შეფასებით, ასეთ საკითხებში ხორვატიას უნდა ეყოს პოლიტიკური სიმტკიცე, რათა უმრავლესობის პოზიციას გაემიჯნოს და საკუთარი პირობების შესრულება მოითხოვოს.

ბარტულიცას მიაჩნია, რომ სერბეთთან და მონტენეგროსთან გაწევრიანების მოლაპარაკებებში ხორვატიამ დაჟინებით უნდა დააყენოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ომის რეპარაციები. მისი თქმით, ხორვატიის ინტერესები ყოველთვის არ უნდა ემთხვეოდეს ევროკავშირის დიდი წევრი სახელმწიფოების პოლიტიკას.

ამასთან, ის ეწინააღმდეგება აბორტსა და ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლას. სოციალურ საკითხებზე საუბრისას ბარტულიცამ მოუწოდა საზოგადოებას, ებრძოლოს იმას, რასაც თავად „სიკვდილის კულტურას“ უწოდებს. მისი აზრით, ახალგაზრდები სულ უფრო მეტად შორდებიან ოჯახებს, ხოლო, მისივე სიტყვებით, „ჩასახვის მომენტიდან სიცოცხლის უფლება“ სათანადოდ არ არის დაცული.

მან ასევე მხარი დაუჭირა „ბუნებრივი ოჯახის“ დაცვასა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას. ამასთან, ბარტულიცა ეწინააღმდეგება ზოგიერთი ევროპული ქვეყნის წინადადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში გარკვეულ საკითხებზე გადაწყვეტილებები ერთსულოვნების ნაცვლად კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მიიღებოდეს.

მისი აზრით, ასეთმა ცვლილებებმა შესაძლოა შეასუსტოს ევროკავშირის მცირე წევრი სახელმწიფოების გავლენა. მან ხაზი გაუსვა როგორც ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, ისე ისტორიული საკითხებისთვის ნათლის მოფენის მნიშვნელობას, მათ შორის კომუნისტური დანაშაულების მსხვერპლთა იდენტიფიცირებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოევროპარლამენტარი ბარტულიცა: ხორვატიას უნდა შეეძლოს იმ სიტუაციების ამოცნობა, როდესაც მისი ინტერესები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ინტერესებისგან განსხვავდება და ეყოს პოლიტიკური სიმტკიცე, საკუთარი პირობების შესრულება მოითხოვოს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტარი ბარტულიცა: “ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ევროპის გაგება. ქრისტიანობა ევროპული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია, რომელიც უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები