პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

2026 წლის მაისში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ჩინეთში 879,000-ზე მეტი AI-ჩიპის გაყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ჩინეთში 879,000-ზე მეტი AI-ჩიპის გაყიდვა დაამტკიცა, მათ შორის ჩინურ სამხედრო კომპანიებად მიჩნეულ სუბიექტებზეც. კონგრესმენმა გრეგორი მიქსმა საექსპორტო პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს მიდგომა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

2026 წლის მაისში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ჩინეთში 879,000-ზე მეტი AI-ჩიპის გაყიდვა დაამტკიცა
BM.GE

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა 2026 წლის მაისის მდგომარეობით ჩინურ კომპანიებზე 879,000-ზე მეტი ხელოვნური ინტელექტის ჩიპის გაყიდვა დაამტკიცა.

საყურადღებო ფაქტია, რომ ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ ლიცენზიები როგორც Alibaba-სა და Tencent-ზე, ისე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ „ჩინურ სამხედრო კომპანიებად“ მიჩნეულ სუბიექტებზეც გასცა.

კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, დეკემბრიდან მაისის ჩათვლით Nvidia-მ და AMD-მ ჩინეთში ამერიკული ჩიპების გასაყიდად სულ 3.4 მილიონი განაცხადი წარადგინეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა წევრმა, გრეგორი მიქსმა კომიტეტის სხდომაზე ადმინისტრაციის საექსპორტო პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ბოლო თვეში ჩიპების ექსპორტის კონტროლისადმი ადმინისტრაციის მიდგომა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ტექნოლოგიურ უპირატესობას რისკის ქვეშ აყენებდა, მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურო კი წესების აღსრულებას ვერ უზრუნველყოფდა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მიერ Alibaba-სთვის, Tencent-ისა და ByteDance-ისთვის H200 ჩიპების მიყიდვის ლიცენზირების მიუხედავად, რეალური გაყიდვები მაინც ვერ განხორციელდა, რადგან პეკინმა მასშტაბური იმპორტი არ დაამტკიცა.

ცნობისთვის, ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ექსპორტზე შეზღუდვები აშშ-მა ჯერ კიდევ 2022 წელს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში დააწესა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის კომპანიებისთვის ჩინური ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გასაჯაროების ვალდებულების დაწესებას განიხილავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები