პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას

საკონსტიტუციო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს პარლამენტი

არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ აქციებზე ძალადობა სისტემურად ხდებოდა, მონაწილეები შენობებში შეჭრასა და ადამიანების დაწვას ცდილობდნენ და მზადაა საკონსტიტუციო სასამართლოს საათობრივი მტკიცებულებები წარუდგინოს.

არჩილ გორდულაძე: შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას
იმედინიუსი

თუ მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ძალადობები ხდებოდა თუ არ ხდებოდა - არ ვიცი. ნამდვილად ხდებოდა და სისტემურად, საათობრივად ხდებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლევან ბეჟაშვილს სურს წარმოაჩინოს, რომ შს სამინისტროს თანამშრომლები აქციის დაშლას ღამის 12 საათზე იწყებდნენ, თუმცა, მაგალითად, 2024 წლის პირველ მაისს, აქციის მონაწილეებმა მაინც დაიწყეს პარლამენტის შენობის დაზიანება და ცეცხლის წაკიდება იმის მიუხედავად, რომ პერიმეტრზე სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა.

„თუ ბატონ ლევანს უნდა იმის წარმოჩენა, 12 საათი რომ გახდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მაშინვე აქციის დაშლას იწყებდნენ - უბრალოდ ერთი ფაქტითაც კი მტკიცდება [რომ ტყუილია], მაგალითად, 1 მაისის მაგალითი მოგიყვანეთ, როდესაც საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ იდგა პარლამენტის შენობის გარე პერიმეტრზე. მიუხედავად ამისა, ძალადობრივი აქციის მონაწილე მოძალადეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობა, დააზიანეს კამერები, ჩახერგეს შესასვლელები, ცეცხლი წაუკიდეს სახელმწიფო ქონებას, მათ შორის, უშუალოდ ცეცხლი გაუჩნდა თვითონ შენობაში ოთახებს. თუ ამის აღწერილობა არის, მაშინ საათობრივად შეგვიძლია წარმოვადგინოთ. თუ ასეთი აუცილებლობა არსებობს, ბატონო თავმჯდომარევ, შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, საათების განმავლობაში რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით - 2024 წლის ნოემბერში, 2024 წლის დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს. თუ არსებობს იმის მტკიცების აუცილებლობა, კონკრეტულ დღეს რა ხდებოდა, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას, ეს წარმოდგენილია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არაერთი,და ვიდეოებით შეგვიძლია, საათობრივად გავყვეთ“, - განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გორდულაძე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ძალადობრივ აქციებზე: რუსთაველზე დაზიანებული მუნიციპალური და კერძო ქონება ბარიკადებისთვის გამოიყენეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, შსს აქციებზე 113 თანამშრომლის დაშავების შესახებ აცხადებდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები