პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზება ხდებოდა, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს, არ დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება და განაგრძეს ნორმალურად ფუნქციონირება

საკონსტიტუციო სასამართლოცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისიანაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ჯგუფური ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზებისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის მიუხედავად, სამართალდამცავებმა კონსტიტუციური წყობილების დამხობა არ დაუშვეს.

არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზება ხდებოდა, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს, არ დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება და განაგრძეს ნორმალურად ფუნქციონირება
რუსთავი 2

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ჯგუფური ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზებისა და კონსტიტუციური ორგანოების ხელში ჩაგდების მცდელობების მიუხედავად, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა ნორმალური ფუნქციონირება განაგრძეს.

გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეაფასა, მათ შორის, გაიხსენა 2018 წლის პრეზიდენტის ინაუგურაციის მოვლენები, როდესაც ჩაშლის მცდელობა იგეგმებოდა. მ ტყუილი უწოდა ლევან ბეჟაშვილის მტკიცებას იმის შესახებ, რომ თითქოს 2020 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა არ ყოფილა.

"2018 წელს პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობა იყო. ლევან ბეჟაშვილი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, ჩვენ შეგვაჩერეს რამდენიმე კილომეტრით ადრე და საერთოდ არავითარი ჩაშლის სურვილი არ გვქონიაო, მაშინ, როდესაც საჯარო სივრცეში არსებობს ინფორმაცია, და ეს ნიკა მელიას გაკეთებული განცხადებაა. ნიკა მელია, რომელიც ამ წლებში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ახლა გახლავთ "ახალის" თანათავმჯდომარე, რომელიც დანანებით ამბობს, რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა მიზანი, ინაუგურაცია ჩაგვეშალა, სამწუხაროდ მისი რეალიზება ვერ მოვახდინეთ იმიტომ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ყველაფერი აღკვეთეს. 2020 წელთან, ისევ და ისევ ლევან ბეჟაშვილი, ვსაუბრობ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა სცადეს, გაერღვიათ ღობე და შეჭრილიყვნენ ცესკო-ს ტერიტორიაზე, საუბრობდა, რომ მე იმ აქციაზე ვიყავი და ასეთი რამე არ მომხდარაო, რაც არის ტყუილი, იმიტომ, რომ არსებობს ამის დამადასტურებელი არაერთი ვიდეოკადრი, არაერთი ტელევიზიის მიერ მედიასივრცეში დაცული ინფორმაცია, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ აქციის მონაწილეები არღვევენ ღობეს და იჭრებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში.

რაც შეეხება, მაგალითად, 2023 წელს, 2024 წელს, 2025 წელსაც, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო აქციები იღებს კიდევ უფრო მეტად ძალადობრივ ხასიათს. მიზანი არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, რომ ძალადობის გამოყენებით ხალხის ნება, რომ მისი არჩეული ხელისუფლება შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, ეს არის უგულებელყოფილი და ძალადობის გამოყენებით არის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, რაც გამოიხატება კონსტიტუციური ორგანოების ბლოკირებაში, კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებით და იქ შეჭრაში, რასთან დაკავშირებითაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენელი, ანა წითლიძე სულ რამდენიმე სხდომის წინ დარბაზშიც, არა თუ მანამდე აკეთებდა განცხადებებს, არამედ დარბაზში თქვა, რომ ის იმავე მოქმედებებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, ეს მისივე სიტყვები არის. მანამდე საჯაროდ საუბრობდა, რომ სამწუხარო არის, რომ რეალიზება ვერ მოხდა 2025 წლის 4 ოქტომბრის მიზნისა და რომ ადმინისტრაციული ორგანოების ძალადობრივ ხელში ჩაგდება, ეს არის თურმე კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ესეც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის სიტყვები არის და ისევ და ისევ რა განსხვავება არის 317-ე და 315-ე მუხლებთანო და ამავდროულად, რატომ არ არის

დაწყებული ამ მუხლებით გამოძიება, ბოლომდე არ არის მიყვანილი.

მათდა სამწუხაროდ და ჩვენი სახელმწიფოს საბედნიეროდ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, ყველამ ერთობლივად შეძლო, რომ ამ ძალადობების, ამ დანაშაულებრივი ქმედებების მიუხედავად, არ დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური წყობილების მოწოდება ხდებოდა, ორგანიზება ხდებოდა ჯგუფური ძალადობრივი დანაშაულებისა და ისევ და ისევ კონსტიტუციური ორგანოების ხელში ჩაგდების მცდელობისა, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ მცდელობების მიუხედავად განაგრძო ნორმალური ფუნქციონირება არაერთი მცდელობის მიუხედავად და ისევ და ისევ, ეს არის მათთვის სამწუხარო, სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, საბედნიერო“, - განაცხადა გორდულაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში, შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები