პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სემეკი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: საცხოვრებელ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ არსებული მონაცემებიც მიუთითებს, რომ ბინა, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებოდა. ბინაში დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ორი დანადგარი - ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა

სემეკი

სემეკის ცნობით, ფონიჭალაში მდებარე ბინაში, სადაც აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა და ბინა, სავარაუდოდ, არ გამოიყენებოდა.

სემეკი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: საცხოვრებელ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ არსებული მონაცემებიც მიუთითებს, რომ ბინა, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებოდა. ბინაში დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ორი დანადგარი - ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა
იმედინიუსი

საცხოვრებელ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ არსებული მონაცემებიც მიუთითებს, რომ ბინა, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებოდა, - აღნიშნულია სემეკის მიერ გვარცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 19 ნოემბერს, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა შემთხვევის დღესვე გამოითხოვა ინფორმაცია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიისგან და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო საკითხის შესწავლა.

კომპანიისგან მიღებული პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ არსებული მონაცემებიც მიუთითებს, რომ ბინა, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებოდა.

ამავე ინფორმაციით, ბინაში დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ორი დანადგარი - ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საკითხის შესწავლას და შესაბამისი გარემოებების შეფასებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განცხადებას ავრცელებს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბინა, რომელიც ფონიჭალაში აფეთქების ადგილად დასახელდა, მონაცემთა ბაზაში დაკეტილად არის აღრიცხული და წლის განმავლობაში გაზის მოხმარება არ ფიქსირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები