ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა • POSTV

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრ ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა კოლეგას არჩევნების შედეგები და თანამდებობაზე დანიშვნა მოულოცა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მზაობა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა • POSTV
მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა • POSTVPOSTV

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ბოლივიელ კოლეგას არჩევნების შედეგები და თანამდებობაზე დანიშვნა მოულოცა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მზაობა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.

ყურადღება ასევე დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში რეზოლუციებისა და კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის საკითხებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა • POSTVწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები