ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველო J.P. Morgan-ის ინდექსში მოხვდა - კაპიტალის ბაზრის განვითარება და ახალი ინვესტიციების მოლოდინი

საქართველო ჯეიპი მორგანის საერთაშორისო საინვესტიციო ინდექსში მოხვდა, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას და უცხოური ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს.

საქართველო J.P. Morgan-ის ინდექსში მოხვდა - კაპიტალის ბაზრის განვითარება და ახალი ინვესტიციების მოლოდინი
საქართველო J.P. Morgan-ის ინდექსში მოხვდა - კაპიტალის ბაზრის განვითარება და ახალი ინვესტიციების მოლოდინირუსთავი 2

ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება - საქართველო "ჯეიპი მორგანის" საერთაშორისო საინვესტიციო ინდექსში მოხვდა. წელს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებს ახალი ინსტრუმენტი დაემატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდი დოლარია და 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტას, მათ შორის ქართულ ლარს მოიცავს.

ახალი ინდექსი "ჯეიპი მორგანმა" ლონდონში, ფინანსური ბაზრის შესაძლებლობების კონფერენციაზე წარადგინა. ქართულმა მხარემ ინვესტორებს საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა გააცნო.

"ჯეიპი მორგანის" ინდექსში საქართველოს მოხვედრის შემდეგ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მატებას ელოდებიან ეროვნულ ბანკში. ფინანსურ ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ საგარეო შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაძლიერებასა და საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციაზე ამახვილებს ყურადღებას კერძო სექტორი.

ფინანსურ კომპანიებში განმარტავენ, რომ საქართველოს საერთაშორისო წარმატება ხელს შეუწყობს ქვეყნის ფინანსური სისტემის განვითარებას, რაც კაპიტალის ბაზარზე კერძო სექტორის შესაძლებლობებსაც გაზრდის.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
J.P. Morgan-ის ინდექსში ჩართვა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ხილვადობას გაზრდის | ფინანსთა მინისტრიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები