პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გაზის გამათბობლის ჩართვას” – აფეთქების კერა ცნობილია – რას ამბობს შს მინისტრი

ქვემო ფონიჭალაში ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევა მეხუთე სართულზე გაზის გამათბობლის ჩართვის მცდელობამ გამოიწვია, აცხადებს შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი.

“მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გაზის გამათბობლის ჩართვას” – აფეთქების კერა ცნობილია – რას ამბობს შს მინისტრი
ალია

შს მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ამბობს, რომ აფეთქება ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის მეხუთე სართულზე გაზის გამათბობელმა გამოიწვია.

თამაზაშვილის თქმით, უკვე გამოკითხულია ის პირიც, რომელმაც გამათბობელი ჩართო.

“აფეთქების მიზეზი და კერა და უშუალოდ იდენტიფიცირებულია. ეს გაზის გამათბობლის შედეგად მოხდა. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გაზის გამათბობლის ჩართვას. კონტაქტურია და გვიყვება, რომ ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთეო და დილით ისევ ვცადე ჩართვა და მოხდა აფეთქებაო”, – ამბობს თამაზაშვილი.

“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა – “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისულხან თამაზაშვილი - არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე - აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
4 ჰოსპიტალიზებულიდან ერთი მცირეწლოვანია - ჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები