პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბორჯომთან ავარიას ბებია, პაპა და შვილიშვილი ემსხვერპლნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბორჯომი-ხაშურის ტრასაზე მომხდარ ავარიას ბებია, პაპა და შვილიშვილი ემსხვერპლნენ, კიდევ ერთი ბავშვი კი მძიმედ დაშავდა. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ფერაძის ინფორმაციით, დაღუპულები სოფელ დაბაში ცხოვრობდნენ.

ბორჯომთან ავარიას ბებია, პაპა და შვილიშვილი ემსხვერპლნენ
ნეტგაზეთი

ბორჯომი-ხაშურის ტრასაზე გუშინ ავარია მოხდა, რასაც 3 ადამიანის (ბებია, პაპა და შვილიშვილი), მათ შორის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამივე მათგანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში ცხოვრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“მთელი გულით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად ბორჯომის მუნიციპალიტეტს ამ უმძიმეს ტრაგედიას”, – წერს გიორგი ფერაძე.

გარდა ამისა, ავარიაში მოყვა მეორე ბავშვიც, რომელიც მძიმედ დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი.

qartli.ge-ის ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. როგორც ცნობილია, ქალაქი ბორჯომი და ზემოხსენებული ტრასა საერთაშორისო სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილია. ბორჯომის გავლით საქართველოდან სატვირთო ავტომობილები ორ მეზობელ ქვეყანაში თურქეთსა და სომხეთში გადიან. ამის გამო ბორჯომში ხშირია ტრაილერების მოძრაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის გამო გამოძიება მიმდინარეობს.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ავარიას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები