პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ამ მატჩებმა დაგვანახა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად აუცილებელია თითოეული ადამიანის მაქსიმალური პასუხისმგებლობა, სწორი დამოკიდებულება, შეუპოვრობა, ყოველდღიური შრომა და ბოლომდე ბრძოლის სურვილი - ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მიერ ანტირეკორდის დამყარებისა და ბოლო ადგილზე გასვლის შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შედეგს განსაკუთრებით გულდასაწყვეტი უწოდა.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ემოციურ მიმართვას ავრცელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ლევან კობიაშვილი გულშემატკივართა სამართლიან იმედგაცრუებაზე წერს და ამბობს, რომ წარმატებისთვის საჭიროა შეცდომების აღიარება და ახალი ბრძოლისთვის მზადყოფნა.

"პირადად ჩემთვის ეს შედეგი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სწორედ ამ გუნდის უმრავლესობა სულ ცოტა ხნის წინ იყო იმ უდიდესი საფეხბურთო ზეიმის მონაწილე, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გვაჩუქეს დაუვიწყარი ემოციები, სიამაყის განცდა და რწმენა იმისა, რომ ერთად შეუძლებელი არაფერია. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი იმედგაცრუება კიდევ უფრო მძიმე. ჩვენ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია ამ გუნდს და გვჯერა, რომ მისი შესაძლებლობები გაცილებით მეტია, ვიდრე ბოლო შედეგებმა გვაჩვენა.

ამ მატჩებმა დაგვანახა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად აუცილებელია თითოეული ადამიანის მაქსიმალური პასუხისმგებლობა, სწორი დამოკიდებულება, შეუპოვრობა, ყოველდღიური შრომა და ბოლომდე ბრძოლის სურვილი. გუნდურ წარმატებას თითოეული ადამიანის წვლილი ქმნის და როდესაც შედეგი არ მოდის, ყველამ უნდა შევძლოთ საკუთარ თავში იმ მიზეზების დანახვა, რომელთა შეცვლაც ჩვენს ძალებშია.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდმა შეძლოს ამ მარცხის ღირსეულად მიღება, ტკივილის სწორ მოტივაციად გარდაქმნა და ახალი ენერგიით დაბრუნება. უნდა დავივიწყოთ წარუმატებლობა, მაგრამ არასდროს უნდა დავივიწყოთ ის გამოცდილება, რომელიც ამ პერიოდმა მოგვცა. მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა", - წერს ლევან კობიაშვილი.

შეგახსენებთ, B2 ჯგუფის ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გათამაშება ორი ქულით, გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა და ანტირეკორდი დაამყარა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურილევან კობიაშვილი - წარუმატებლობის მიზეზების სხვებში ძიება მარტივი გზაა, არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საკუთარი ვალდებულება სრულად შეასრულა, როცა საერთო მიზანს ვერ მივაღწიეთ - დროა, საქმით დავამტკიცოთ, რომ შედეგის შეცვლა შეგვიძლია
  2. სპორტალინეიტრალურილევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
  3. იმედინიუსისამთავრობოლევან კობიაშვილი ეროვნულ ნაკრებზე: ჩვენ ვიცით, რის გაკეთება შეუძლია ამ გუნდს და გვჯერა, რომ მისი შესაძლებლობები გაცილებით მეტია, ვიდრე ბოლო შედეგებმა გვაჩვენა - მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
,,რეკორდიც დავამყარეთ, ევროპის ქვეყნების ერთადერთი გუნდი ვართ, რომელმაც ერთა ლიგაზე ბურთი ვერ გაიტანა!“ – ირაკლი მელაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები