ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბეგბედერის 61 წლის იუბილესთან დაკავშირებით მწერლის ოთხ ყველა წიგნს „ბიბლუსში“ 8 ლარად შეიძენთ

ფრანგი მწერლის, ფრედერიკ ბეგბედერის 61 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ბიბლუსი“ მკითხველს მის ოთხ ბესტსელერ რომანს - „მარტოკაცი“, „99 ფრანკი“, „Windows on the World“ და „დამბა ატლანტის ოკეანის პირისპირ“ - სპეციალურ ფასად, 8 ლარად სთავაზობს.

ბეგბედერის 61 წლის იუბილესთან დაკავშირებით მწერლის ოთხ ყველა წიგნს „ბიბლუსში“ 8 ლარად შეიძენთ
ბეგბედერის 61 წლის იუბილესთან დაკავშირებით მწერლის ოთხ ყველა წიგნს „ბიბლუსში“ 8 ლარად შეიძენთინტერპრესნიუსი

მხოლოდ 21-27 სექტემბერს „ბიბლუსში“ თანამედროვე ფრანგი ავტორის, ფრედერიკ ბეგბედერის 61 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი რომანებიდან შერჩეულებს სპეციალურ ფასად, 8 ლარად შეიძენთ.

გთავაზობთ ავტორის 4 ბესტსელერს:

მარტოკაცი

„მარტოკაცი“ არის წლის ბესტსელერი, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ ემოციურ ელეგიად უკვე გარდაცვლილ მამაზე და ამავდროულად, ჰედონისტთა ეპოქისა და თაობის მკაფიო პორტრეტად.

ავტორი თავისი ჩვეული ბასრი, ირონიული და გულწრფელი სტილით აშიშვლებს და აანალიზებს მამაშვილურ ურთიერთობებს, ოჯახურ ცხოვრებას, წარსულსა და დროის მსვლელობას. წიგნი არის ღრმა, პერსონალური რეფლექსია მარტოობაზე, ადამიანურ კავშირებსა და დაკარგული დროის ძიებაზე.

99 ფრანკი

„99 ფრანკი“ ბეგბედერის ყველაზე სკანდალური რომანია თანამედროვე სამომხმარებლო კულტურისა და სარეკლამო ინდუსტრიის შესახებ. ეს დაუნდობელი სატირა აღწერს გარემოსა და მოვლენებს, რომლებიც ავტორის პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული, რადგან მწერალი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა წარმატებულ სარეკლამო სააგენტოში.

რომანი მკითხველს შეულამაზებლად აჩვენებს სარეკლამო სფეროს „შიდა სამზარეულოს“ და აკრიტიკებს სისტემას, რომელიც ადამიანების სურვილებით მანიპულირებს, სადაც ღირებულებები არაფერს ნიშნავს.

WINDOWS ON THE WORD

რომანი მოგვითხრობს ყველაზე მასშტაბური ტერაქტის შესახებ, ხსნის მის გამომწვევ მიზეზებს და საუბრობს მოსალოდნელ შედეგებზე. რომანის ფინალი ნებისმიერს შეძრავს.

რომანის გამოცემის შემდეგ ბეგბედერი დაჯილდოვდა პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით - „ინტერნალიე“. 2001 წლის 11 სექტემბერს მომხმდარი ტერაქტის უმძიმესი მოვლენები ავტორს მხატვრულად აქვს აღწერილი Windows on the world-ში. ის ქრონოლოგიურად აღადგენს და აანალიზებს იმ საბედისწერო ორ საათს, რომელიც თვითმფრინავის შეჯახებიდან შენობის სრულ ჩამოშლამდე გავიდა.

დამბა ატლანტის ოკეანის პირისპირ

ბეგბედერის ეს რომანი ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ღრმა და მძაფრი რეფლექსიაა ისტორიულ მეხსიერებაზე. წიგნში მთავარი ხაზი მიჰყვება ატლანტის ოკეანის სანაპიროსა და მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერებს - ე.წ ატლანტის დამბას, რომელიც დროთა განმავლობაში წარსულის მუნჯ და დამთრგუნველ მოწმედ იქცა. ავტორი ოსტატურად აერთიანებს პირად მოგონებებს, ფრანგულ კულტურულ იდენტობასა დ გლობალურ ისტორიას, მსჯელობს თანამედროვე ადამიანის მარტოობაზე, წარსულის აჩრდილებსა და იმ სულიერ ზღვრებზე, რომელთა გადალახვაც ცივილიზაციას უწევს.

ფრედერიკ ბეგბედერის შემოქმედება ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე ონლაინ.

(R)

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
30 სექტემბრის ჩათვლით „ბიბლუსში“ ბესტსელერებზე 30%-იანი ფასდაკლება გელოდებათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები