ირაკლი კირცხალია: „თურმე „კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის“ ქვეყნის ღალატი უმაღლესი დიპლომატიის მწვერვალი ყოფილა. დღეს საზოგადოებას ეს უთხრეს“
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ოპოზიციას 1633-ე რეზოლუციაზე ხელმოწერის გამო სამშობლოს ღალატსა და ჯარის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

„თურმე „კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის“ ქვეყნის ღალატი უმაღლესი დიპლომატიის მწვერვალი ყოფილა. დღეს საზოგადოებას ეს უთხრეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ერთ-ერთი თემა იყო რეზოლუცია 1633, რაც წლებია საზოგადოებას აინტერესებს.
„ერთ მარტივ კითხვას ვსვამთ, მე-5 და მე-11 პუნქტს, რაც იქ წერია, ამას ეთანხმებით? ამაზე ხელმოწერა იყო სამშობლოს ღალატი, თუ არ იყო სამშობლოს ღალატი? მათი თითოეული განცხადება საკუთარი თავის შეურაცხყოფაა, მაგრამ ეს არის ერის შეურაცხყოფა, ეს არის ქვეყნის შეურაცხყოფა, ეს არის ჯარის შეურაცხყოფა , იმ გმირების, რომელთაც ეს უტიფრები სამარცხვინოდ, შუბლზე ძარღვგაწყვეტილები კიდევ რაღაც ფარად იყენებენ“, – აღნიშნა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…