პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკა 7,3 %-მდე გაიზრდება

ევროკომისიის პროგნოზით, მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკა 7,3%-მდე გაიზრდება, რაც წინა მაჩვენებელთან შედარებით 1,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული შედეგია. ოპოზიცია აცხადებს, რომ მაჩვენებლები მოსახლეობის ყოველდღიურობაზე არ აისახება.

ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკა 7,3 %-მდე გაიზრდება
რუსთავი 2

ეკონომიკურ პროგნოზში, მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკა 7,3 %-მდე გაიზრდება. პროგნოზი ევროკომისიას ეკუთვნის. 17 ნოემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში, საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები წინა მაჩვენებელთან შედარებით 1,8 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.

ეკონომიკურ ზრდას ფართო სექტორული საფუძველი აქვს. ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ეკონომიკა 7,5 პროცენტის ნაცვლად 7,8 პროცენტით გაიზარდა. მზარდი დინამიკა კი, ფულადი გზავნილებისა და ხელფასების მატების, ასევე, ინვესტიციების გაფართოების შედეგია. მმართველი გუნდის ოპონენტები პოზიტიურ მაჩვენებლებს აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს კონკრეტული მონაცემები მოსახლეობის ყოველდღიურობაზე არ აისახება.

ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში საქონლის ექსპორტიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძირითადად ნავთობპროდუქტების ექსპორტის ზრდის ხარჯზე. მომდევნო წლებში კი, საინვესტიციო აქტივობა კვლავ მაღალი დარჩება. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ყველა ობიექტური მდგენელის პირობებში, საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ კონტინენტის მასშტაბით წარმატებულ პოზიციებს იკავებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ევროკომისია 2027 წლისთვის, ინფლაციის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას პროგნოზირებს. 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5.4%-ის დონეზეა მოსალოდნელი, თუმცა არსებული გამოწვევების ეტაპობრივი შემცირების შედეგად, ფასების ზრდის ტემპი მომდევნო წელს უნდა შენელდეს. მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილურობას ეროვნული პოლიტიკის გატარებას უკავშირებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი უკრაინისა და მოლდოვის მაგალითზე, კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, თუ რამდენად წამგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ "ბრიუსელის პოლიტიკის" გათვალისწინება.

დადებითი მოლოდინებია საგარეო ვალთან დაკავშირებითაც, რომელიც 2026 წლის ბოლოს 33 პროცენტამდე შემცირდება. კლების ტენდენცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვახტანგ ცინცაძე: ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვნად, 7.3%-მდეა გაუმჯობესებული საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც საქართველოს მთავრობის სწორი, თანმიმდევრული და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის აღიარებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები