პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირი და უკრაინა 2027 წელს 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

ევროკომისიამ და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირის 90-მილიარდიანი სასესხო პროგრამის ფარგლებში 2027 წლისთვის გათვალისწინებული 45 მილიარდი ევროს გამოყოფის დაჩქარებაზე.

ევროკავშირი და უკრაინა 2027 წელს 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ
ინტერპრესნიუსი

ევროკომისიამ და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას იმ 45 მილიარდი ევროს გამოყოფის დაჩქარების თაობაზე, რომელიც კიევისთვის 2027 წელს არის გათვალისწინებული ევროკავშირის 90-მილიარდიანი სასესხო პროგრამის ფარგლებში, - ამის შესახებ მხარეების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

“კოორდინირებული და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, განვსაზღვრეთ უკრაინის საბიუჯეტო და თავდაცვითი საჭიროებების დასაფინანსებელი გზები 2026 წლისთვის. ასევე, ხელახლა დავადასტურეთ ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ამ სახსრების დროულად გამოყოფის უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება 2027 წელს, შევთანხმდით, რომ დადგენილი პირობების გათვალისწინებით, სწრაფად ვიმოქმედებთ „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ ფარგლებში 45 მილიარდი ევროს გამოყოფის მიმართულებით. ამასთანავე, დავიწყებთ მუშაობას დამატებითი საბიუჯეტო და თავდაცვითი საჭიროებების იდენტიფიცირებაზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხვა პარტნიორებმაც უნდა შეასრულონ თავიანთი ფინანსური ვალდებულებები და გააძლიერონ ძალისხმევა იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც უკრაინა დგას.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი მხარდაჭერის ფარგლებში €4.36 მილიარდი გადაურიცხაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები