ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ებრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალ-ნუაიმს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ებრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალ-ნუაიმის.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე; მიმოიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ისე კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.
საუბარი შეეხო, ასევე, მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.