პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – ობიექტური კრიტერიუმებით საქართველოს ეკონომიკა იზრდება, გატარებული რეფორმები იძლევა იმ სურათს, რაც სწორედ ევროკავშირის კვლევებსა, თუ რეიტინგებშია ასახული

ნაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკა წინ მიდის, ხოლო გარე ძალებს ჰქონდათ პროექტი, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოეყვანათ და ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ გამოეყენებინათ.

ირაკლი ქადაგიშვილი – ობიექტური კრიტერიუმებით საქართველოს ეკონომიკა იზრდება, გატარებული რეფორმები იძლევა იმ სურათს, რაც სწორედ ევროკავშირის კვლევებსა, თუ რეიტინგებშია ასახული
პირველი არხი

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და მისი დათვლის მეთოდოლოგია, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა განუხრელად წინ მიდის და იზრდება.

ქადაგიშვილის თქმით, კვლევა გამოქვეყნდა სასამართლოსთან დაკავშირებითაც, სადაც საქართველოს პოზიციონირება ევროკავშირის პირველ ოცეულ ქვეყანას შორისაა.

„შეგვიძლია, ჩამოვთვალოთ ბევრი მაჩვენებელი, რომლითაც ქვეყნის სახელმწიფო მდგომარეობა განისაზღვრება. ამ შემთხვევაში საქართველო მოწინავეთა შორისაა. საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმები, სტაბილურობა და პოლიტიკური კურსი იმ ობიექტურ სურათს იძლევა, რაც ხშირ შემთხვევაში სწორედ ევროკავშირის ოფიციალურ კვლევებსა თუ რეიტინგებშია ასახული. ფაქტი სახეზეა, როდესაც ევროკომისიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.5-დან 7%-ზე მაღალზე აიყვანა. მოლოდინია, რომ 2027 წლის პირველი კვარტალის შემდეგ ინფლაციის მკვეთრად დასტაბილურება და ქვემოთ ჩამოსვლა მოხდება, რაც ეკონომიკური ზრდის ეფექტს უფრო ხელშესახებს გახდის თითოეული მოქალაქისთვის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პოლიტიკურ ნაწილში საქართველოს მიმართ არსებობდა კონკრეტული მიზანი, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოსულიყო ხელისუფლებაში.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მათ საქართველოსთან მიმართებით ჰქონდათ თავიანთი კონკრეტული პოლიტიკური პროექტი, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების სათავეში მოეყვანათ. ეს თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდათ, რომელიც, მათ შორის, დაკავშირებული იყო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს, როგორც კონფრონტაციული სახელმწიფოს, გამოყენება. აქედან გამომდინარე, ეს მიზანი ვერ განხორციელდა და ახლა საქართველოს მიმართ პოლიტიკური ჯიბრი აქვთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 7.3%-მდე გაზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები