პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: “1-ელ მაისს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის დაზიანებას ცდილობდნენ. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ საავტომობილო მოძრაობის ხელოვნურად პარალიზებას”

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო

არჩილ გორდულაძის განცხადებით, 1-ელ მაისს აქციის მონაწილეები პარლამენტის კარის დაზიანებას, შენობაში შეღწევას ცდილობდნენ და მტკვრის სანაპიროები პარალიზებული ჰქონდათ.

არჩილ გორდულაძე: “1-ელ მაისს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის დაზიანებას ცდილობდნენ. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ საავტომობილო მოძრაობის ხელოვნურად პარალიზებას”
POSTV

საკონსტიტუციო სასამართლოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საქმეზე განხილვისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ 2024 წლის 1-ელ მაისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„1-ელ მაისს, დაახლოებით 12:00 საათიდან, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება პარლამენტის უკანა შესასვლელთან. შეკრების პარალელურად, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები.

მოგვიანებით, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება, როგორც პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ისე რუსთაველის გამზირზე. პარლამენტში, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩიტაძის ქუჩიდან უზრუნველყო პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხოდ გასვლა.

მას შემდეგ, რაც სრულად მოხდა პარლამენტის შენობის დატოვება და აღარ არსებობდა დეპუტატებზე ინდივიდუალური თავდასხმების რისკი, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ეტაპობრივად გაეთავისუფლებინა დაკავებული ტერიტორია და პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია.

საპოლიციო ძალებმა პარლამენტის შენობის გარე ტერიტორია 21:00 საათისთვის დატოვეს. აქციის მონაწილეები ძალადობას ამის შემდეგაც აგრძელებდნენ – აზიანებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტის შენობასა და სხვის ქონებას.

მიუხედავად სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილებისა, რომ აქციის მონაწილეებს მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ძალადობით ცდილობდა ჩიტაძის მხრიდან არსებული პარლამენტის შესასვლელის რკინის კარის დაზიანებას.

მიუხედავად პოლიციის არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები აგრძელებდნენ საკანონმდებლო ორგანოს კარის დაზიანებას და ცდილობდნენ უნებართვოდ შეღწევას პარლამენტის ტერიტორიაზე.

პოლიციამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენა სპეციალური საშუალება – წყლის ჭავლი, თუმცა აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ჩიტაძის ქუჩაზე არსებული სამშენებლო დამცავი ბარიერების დემონტაჟი და მისი მეშვეობით ცდილობდნენ პარლამენტის შესასვლელი კარის დაზიანებას. ვინაიდან აშკარად იყო გამოკვეთილი ძალადობრივი ხასიათის ქმედებები, მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ აირს და მხუთავ აირებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც განთავსებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას”, – განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: 1 მაისს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის დაზიანებას ცდილობდნენ, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას
  2. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: 2024 წლის 14 მაისს პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება
  3. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: 2024 წლის 14 მაისს პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება
  4. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „2024 წლის 14 მაისს, პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გორდულაძე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ძალადობრივ აქციებზე: რუსთაველზე დაზიანებული მუნიციპალური და კერძო ქონება ბარიკადებისთვის გამოიყენეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, შსს აქციებზე 113 თანამშრომლის დაშავების შესახებ აცხადებდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები