პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ განაცხადა, რომ ლიონელ მესის სამწვრთნელო შტაბში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება, თუ ფეხბურთელს ამის სურვილი ექნება. სკალონის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მესი კარიერას კიდევ დიდხანს გააგრძელებს.

"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
სპორტალი

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული ლიონელ მესი შესაძლოა, 2028 წელს კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მენტორის როლში ვიხილოთ.

ამ ამბავთან დაკავშირებით კომენტარი "ალბისელესტეს" დამრიგებელმა ლიონელ სკალონიმ გააკეთა და თქვა, რომ თუ ლეოს სურვილი ექნება, არანაირი პრობლემა არ იქნება.

"თუ მას სამწვრთნელო შტაბში გაწევრიანება სურს, არანაირი პრობლემა არ იქნება. თანაც, ახლა ვალტერ სამუელიც წავიდა. ვფიქრობ, მესი თამაშს გააგრძელებს და კლუბში 2030 წლის შემდეგაც ითამაშებს.

იმედი მაქვს, ლეო იმდენ ხანს ითამაშებს, რამდენ ხანსაც შეძლებს" - ციტირებს სკალონის noticiasargentinas.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე ახალი როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები