ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ჟურნალისტ გონსალო კალვიჯიონის ინფორმაციით, ლიონელ მესი შესაძლოა 2027 წლის იანვარში მშობლიურ კლუბ „ნიუელს ოლდ ბოისში“ დაბრუნდეს. „ნიუელსის“ ვიცე-პრეზიდენტის თქმით, კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს, თუმცა მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.

ჟურნალისტი გონსალო კალვიჯიონი სოციალურ ქსელში იუწყება, რომ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი, რომელიც ახლა მაიამის "ინტერის" ღირსებას იცავს, შესაძლოა, მშობლიურ "ნიუელს ოლდ ბოისს" დაუბრუნდეს.
ლიონელ მესი არასდროს ყოფილა "ნიუელსში" გადასვლასთან ისე ახლოს, როგორც ახლა. ეს შესაძლოა 2027 წლის იანვარში მოხდეს", - წერს კალვიჯიონი სოციალურ ქსელში.
წყაროს ცნობით, 39 წლის ფეხბურთელის კლუბში დაბრუნების საკითხს ახლა სერიოზულად განიხილავენ. თუმცა, მხარეებს შორის კონკრეტული შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თავად მესის კი შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
2026 წლის თებერვალში "ნიუელსის" ვიცე-პრეზიდენტმა, ხუან მანუელ მედინამ განაცხადა, რომ კლუბი მესის 2027 წლის პირველ ნახევარში გადმოსაყვანად მუშაობდა. მისი თქმით, გუნდის წარმომადგენლებმა ეს იდეა ფეხბურთელის გარემოცვასთან უკვე განიხილეს.
შეხსენებისთვის, 2000 წელს "ბარსელონაში" გადასვლამდე მესი ახალგაზრდულ გუნდში კარიერას სწორედ "ნიუელს ოლდ ბოისში" იწყებდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…