პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა

თბილისის მერია

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე 15 000 კვ.მ ფართობის რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა, სადაც უკანონო შემოღობვების დემონტაჟი ჩატარდა.

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა
რუსთავი 2

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, N186 საჯარო სკოლის მიმდებარედ, 15 000 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობამ განახორციელა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ მოწყობილი შემოღობვების დემონტაჟი და გათავისუფლებული ტერიტორია რეკრეაციულ სივრცეს შეუერთდა.

„კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა დიდ დიღომს და დედაქალაქს. ძალიან ლამაზი და კეთილმოწყობილი სკვერი მოეწყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან მათი უშუალო ჩართულობით აღნიშნული უკანონო შემოღობვები მთლიანად გათავისუფლდა და დაემატა პარკს. ამ სივრცით, რა თქმა უნდა, იქ მცხოვრები ადამიანები, მათი შვილები და შვილიშვილები ისარგებლებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა თანამედროვე საპარკო ინფრასტრუქტურა, ასევე, განათებისა და სარწყავი ქსელები. რეაბილიტირდა და გაფართოვდა სპორტული მოედანი (ფრენბურთის), მოეწყო საბავშვო სივრცე და ფიტნეს ზონა. დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

ამასთან, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ახალი რეკრეაციული სივრცე ბილიკით დაუკავშირდება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის N1-ში გასულ წელს მოწყობილ სკვერს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები