საზოგადოება · 13 ნოემბერი, 14:49
დიდ დიღომში ახალი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ახალი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა, სადაც კალათბურთის მოედანი, ღია ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები განთავსდება.

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე ეწყობა. პროექტით გათვალისწინებულია კალათბურთის მოედანი, ასევე, ღია სატრენაჟორო სივრცე და საბავშვო ატრაქციონები.
დაირგვება ხე-მცენარეები, ასევე მოეწყობა საპარკე ინვენტარი, გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები.
სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი შალვა პერანიძე ადგილზე გაეცნენ.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…