პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოფედერალისტები

არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს „ფედერალისტების“ მხრიდან აქციების მხარდამჭერი განცხადებები წარუდგინა და თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია ძალადობრივი აქციებისა და მოძალადეების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა
რუსთავი 2

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს "ფედერალისტების" მიერ ძალადობრივი აქციების მხარდამჭერი განცხადებები წარუდგინა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა, ხოლო, გიგა ბოკერიამ აქციის მოძალადე წევრებს მშვიდობიანი პროტესტანტები უწოდა.

"2024 წლის 3 მაისს, თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა. კერძოდ, მან საჯაროდ განაცხადა: „დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, თვითნაბად, თვითორგანიზებულ პროტესტს, რომელიც გაშლილია და რომელზე კონტროლიც, რეალურად, პოლიტიკურ ელიტას არ აქვს, ეს ყველაფერი მოდის ხალხიდან, ქვემოდან ზემოთ, ძალიან ჰგავს მაიდანს. ახლა ვხედავთ ულამაზეს პროცესს, წინააღმდეგობის პროცესს თბილისი ქუჩებში და არა მარტო თბილისის ქუჩებში, ბათუმიც ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ეს წინააღმდეგობა არ უნდა გაიფლანგოს და მნიშვნელოვანია, სწორი მისამართით წავიდეს.“

2024 წლის 6 ივნისს, გიგა ბოკერიამ, ძალადობრივი აქციის და მოძალადე აქციის წევრების მხარდასაჭერად, აქციის მოძალადე წევრებს მშვიდობიანი პროტესტანტები უწოდა. კერძოდ, მან განაცხადა: ,,ეს სამწუხაროა, ოღონდ ჩვენ ასე უნდა შევხედოთ, ის, რომ ეს ყურადღება არსებობს და ამ ნაბიჯებს გადადგას თავისუფალი სამყარო, არის დამსახურება ყველა იმ მოქალაქის, ვინც ქუჩაში იყო მშვიდობიანი პროტესტით და ვინც გააგრძელებს ამ პროტესტს, და ამ პროტესტთან ერთად გარე წნეხი არის ის ფაქტორები, რამაც ჩვენ ნაკლები ზიანით, ნაკლები რისკით უნდა პოლიტიკურად მოგვაშორებინოს ეს რეჟიმი, ამიტომ ეს მოსმენა არის საქართველოს დახმარება.“ - აღნიშნა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოარჩილ გორდულაძე – 2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძემ სასამართლოს "ფედერალისტების" ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას განცხადებები წარუდგინა, რომლებმაც "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის გამო დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერა გამოუცხადესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები