ავჭალაში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ავჭალაში, სარაჯიშვილის გამზირსა და ილორის ქუჩაზე ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც ბავშვთა გასართობი და ფიტნეს სივრცეები მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში ორი სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დასასვენებელი სივრცეები სარაჯიშვილის გამზირის N15-ში და ილორის ქუჩის N23 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ეწყობა.
"სარაჯიშვილის გამზირზე სამუშაოები, დაახლოებით, 4 000 კვ.მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს, სადაც განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები", - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ილორის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს, მერის ინფორმაციით, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 700 კვ.მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს, სადაც მანამდე უკანონო ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა.
"ამ პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა და მინდა, მათ დიდი მადლობა ვუთხრა თანამშრომლობისთვის. ეს უკანონო ნაგებობები იკავებდა ძალიან დიდ ადგილს, დღეს კი გამოთავისუფლებულ სივრცეს გამოიყენებენ ისევ იქ მცხოვრები ადამიანები. განხორციელდება ძალიან კარგი პროექტი, რომლის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები", - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს, ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საპარკინგე სივრცეც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„სარაჯიშვილის გამზირზე სამუშაოები, დაახლოებით, 4 000 კვ.მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს, სადაც განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“
„ამ პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა და მინდა, მათ დიდი მადლობა ვუთხრა თანამშრომლობისთვის. ეს უკანონო ნაგებობები იკავებდა ძალიან დიდ ადგილს, დღეს კი გამოთავისუფლებულ სივრცეს გამოიყენებენ ისევ იქ მცხოვრები ადამიანები. განხორციელდება ძალიან კარგი პროექტი, რომლის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.