პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინელებმა გუშინდელ მატჩში ისტორია გადაწერეს - მათი ტოპ 3-ში ორჯერ საქართველო ფიგურირებს...

უკრაინის ნაკრების წევრმა დანილო სიკანმა საქართველოსთან მატჩის 53-ე წამზე გაიტანა გოლი, რითაც უკრაინელთათვის ოფიციალურ შეხვედრებში ყველაზე სწრაფი გოლის რეკორდი დამყარდა. საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა და ერთა ლიგის ჯგუფი ბოლო ადგილზე დაასრულა.

უკრაინელებმა გუშინდელ მატჩში ისტორია გადაწერეს - მათი ტოპ 3-ში ორჯერ საქართველო ფიგურირებს...
სპორტალი

ერთა ლიგის B დივიზიონის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა და ჯგუფი მოუგებლადა და გოლის გაუტანლად 2 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა, რის გამოც B დივიზიონში დასარჩენად, C დივიზიონის ერთ-ერთ მეორეადგილოსანთან მოუწევთ დაპირისპირება.

უკრაინის ნაკრების წევრმა დანილო სიკანმა ერთადერთი გოლი მატჩის 53-ე წამზე გაიტანა, რითაც უკრაინელთათვის ოფიციალურ მატჩებში ყველაზე სწრაფად გატანილი გოლის რეკორდი დამყარდა.

აქამდე ოფიციალურ შეხვედრაში ყველაზე სწრაფად უკრაინას მეტოქის კარი აღებული 2021 წლის 1 სექტემბერს ჰქონდა, როდესაც 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე, რომან იარემკუჩმა ყაზახებს 92-ე წამზე გაუტანა. ასეთივე შედეგი ჰქონდა დაფიქსირებული ევრო 2004-ის შესარჩევ ციკლში, 2002 წლის 7 სექტემბერს, სომხეთის წინააღმდეგ სერგეი სერებრენიკოვის.

როგორც უკვე გითხარით, ეს ოფიციალურ შეხვედრების სტატისტიკაა, თუმცა უკრაინელებს 2 ყველაზე სწრაფი გოლი ამხანაგურ დაპირისპირებებში აქვთ გატანილი და ერთ-ერთი ასევე საქართველოსთან მატჩია.

ანდრი იარმოლენკოს აბსოლუტური რეკორდი (2011 წლის 2 სექტემბერს, ურუგვაისთან მატჩის მე-15 წამზე) და სერგეი რებროვის გოლი (1998 წლის 19 აგვისტოს, ასევე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, 46-ე წამზე).

სიკანმა გუშინ ჩვენი კარი 53-ე წამზე აიღო და ნაკრების ყოფილი დამრიგებელს მცირედით ჩამორჩა. ასე, რომ უკრაინის ნაკრებს ისტორიაში 3 ყველაზე სწრაფი გოლიდან, 2 საქართველოს წინააღმდეგ უფიქსირდება.

სათქმელია ისიც, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან ისტორიაში მე-13 დაპირისპირება გამართა და ჯერ კიდევ მოუგებლად ვართ (5 ფრე და 8 მარცხი).

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
[VIDEO] კატასტროფა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები