ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

მშვიდობის საერთაშორისო დღეს გერმანიის საელჩო საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას ეხმაურება

მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გერმანიის საელჩო საქართველოში ეხმაურება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას და ხაზს უსვამს გერმანელი სპეციალისტების მნიშვნელოვან წვლილს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.

მშვიდობის საერთაშორისო დღეს გერმანიის საელჩო საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას ეხმაურება
მშვიდობის საერთაშორისო დღეს გერმანიის საელჩო საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას ეხმაურებაინტერპრესნიუსი

მშვიდობის საერთაშორისო დღეს გერმანიის საელჩო საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში EUMM-ის საქმიანობას ეხმაურება.

თბილისში გერმანიის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მისიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გუნდს სწორედ გერმანელი სპეციალისტები წარმოადგენენ, რომლებსაც საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრი (ZIF) საგანგებოდ ამზადებს.

საელჩოს თქმით, ქართველი ხალხისგან მიღებული ყოველდღიური დადებითი გამოხმაურება მათი სამუშაოს უდიდესი მოტივაციაა.

„დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღეა. იცით, რა წვლილი შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში?

შესაძლოა, უკვე გინახავთ საქართველოში თეთრი მანქანები ევროკავშირის ლურჯი ლოგოთი. ეს არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). მრავალი წლის განმავლობაში სამოქალაქო დამკვირვებლები დღე და ღამე პატრულირებენ, რათა აკონტროლონ უსაფრთხოება და სტაბილურობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ხაზების გასწვრივ. დამკვირვებლები ყოველდღიურად მუშაობენ ნებისმიერ ამინდში, რათა დააფიქსირონ ჯარების გადაადგილებები, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების ფაქტები და თავიდან აიცილონ ესკალაცია მათი იქ ყოფნით.

EUMM-ის შემადგენლობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გუნდს ტრადიციულად გერმანელები წარმოადგენენ! ბერლინში მდებარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრი (ZIF) ირჩევს და ამზადებს მაღალკვალიფიციურ პერსონალს სხვადასხვა პროფესიიდან (იქნება ეს მომარაგების სპეციალისტები, პოლიტიკური ანალიტიკოსები თუ ადამიანის უფლებების ექსპერტები) და აგზავნის მათ ზუსტად იქ, სადაც სამოქალაქო მხარდაჭერა და ცივი გონებაა საჭირო.

ჩვენთვის, გერმანიის საელჩოსთვის, მათ საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. გვსიამოვნებს და მადლიერები ვართ, როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ, რამდენ დადებით გამოხმაურებას და მხარდაჭერას ვიღებთ ქართველი ხალხისგან ამ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის - ეს უდიდეს მოტივაციას გვაძლევს!’“, - წერს გერმანიის საელჩო.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.