ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ილია ინჯია საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ პროცესზე: „ქართული საზოგადოების დაკვეთა იყო – გამოძიებულიყო ამ რადიკალური ძალების მმართველობის პერიოდი და ყველას ენახა, რა პროცესები მიმდინარეობდა იმ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ შევასრულეთ მათი დაკვეთა და საკონსტიტუციო სასამართლოს საკმარისი ფაქტები და არგუმენტები წარვუდგინეთ იმისთვის, რომ ამ პარტიებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს“

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

ილია ინჯიას განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ საკონსტიტუციო სასამართლოს საკმარისი არგუმენტები წარუდგინა რადიკალური პარტიებისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

ილია ინჯია საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ პროცესზე: „ქართული საზოგადოების დაკვეთა იყო – გამოძიებულიყო ამ რადიკალური ძალების მმართველობის პერიოდი და ყველას ენახა, რა პროცესები მიმდინარეობდა იმ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ შევასრულეთ მათი დაკვეთა და საკონსტიტუციო სასამართლოს საკმარისი ფაქტები და არგუმენტები წარვუდგინეთ იმისთვის, რომ ამ პარტიებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს“
ილია ინჯია საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ პროცესზე: „ქართული საზოგადოების დაკვეთა იყო – გამოძიებულიყო ამ რადიკალური ძალების მმართველობის პერიოდი და ყველას ენახა, რა პროცესები მიმდინარეობდა იმ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ შევასრულეთ მათი დაკვეთა და საკონსტიტუციო სასამართლოს საკმარისი ფაქტები და არგუმენტები წარვუდგინეთ იმისთვის, რომ ამ პარტიებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს“POSTV

„ქართული საზოგადოების დაკვეთა იყო – გამოძიებულიყო ამ რადიკალური ძალების მმართველობის პერიოდი და ყველას ენახა, რა პროცესები მიმდინარეობდა იმ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ შევასრულეთ მათი დაკვეთა და საკონსტიტუციო სასამართლოს საკმარისი ფაქტები და არგუმენტები წარვუდგინეთ იმისთვის, რომ ამ პარტიებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ილია ინჯიამ საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით დაწყებულ პროცესზე საუბრისას განაცხადა.

„დავიწყოთ იმით, რომ ეს დაკვეთა ქართული საზოგადოებისგან მოდიოდა – გამოძიებულიყო ამ რადიკალური ძალების მმართველობის პერიოდი და ეს ყველაფერი საჯაროდ მომხდარიყო, რომ ყველას ენახა, რა პროცესები მიმდინარეობდა იმ წლების განმავლობაში და როგორ ორგანიზებულ დანაშაულებთან გვქონდა საქმე. ქართველმა ხალხმა დაუკვეთა მთავრობას, რომ ეს ყველაფერი გამოძიებულიყო.

ამას მოჰყვა ის, რომ ძალიან მოკლე ვადაში ჩატარდა უდიდესი სამუშაო (საგამოძიებო კომისიის მუშაობას ვგულისხმობ). რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საქმის დეტალურად განხილვა ვერ მოესწრო, მაგრამ დასკვნაში ყველა ძალიან გახმაურებული საქმე მოხვდა, რომელიც ისედაც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, თუმცა კომისიის მუშაობისას ბევრი ახალი დეტალიც გამოჩნდა. ცოტა არ არის – კომისიის დასკვნა 400 გვერდს აღემატება და ყველა საქმეს ამ დასკვნაში თანდართული აქვს არგუმენტები და ფაქტები. ეს არის ის, რისი შეგროვებაც შეძლო კომისიამ, რადგან ძალიან ბევრი მიმართულებით დანაშაულის ფაქტები იყო გამქრალი, წაშლილი სატელევიზიო არქივებიდან და განადგურებული, თუმცა საკმარისი მასალა მაინც იყო იმისათვის, რომ დასკვნას ჰქონოდა არგუმენტირებული, ფაქტებზე დაყრდნობილი საფუძველი, რის შედეგადაც კომისიამ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და ვნახეთ, რომ დღევანდელი დღე იყო პირველი დღე, როცა ეს პროცესი დაიძრა.

გვახსოვს, კომისიის მუშაობის დროსაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ აღიარებდნენ პარლამენტს, არჩევნებს და, მათ შორის, კომისიის ლეგიტიმაციასაც. დღეს ეს ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურება – მათ მიიღეს მონაწილეობა პროცესში. მართალია, მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს, თუ როგორ უნდოდათ ამ პროცესის პოლიტიზება და მოსამართლეს ძალიან ბევრჯერ მოუწია დაბრუნება ფაქტებთან და განსახილველი საქმეების ლეგიტიმაციასთან. პროცესი და დებატები ხვალ და ზეგაც გაგრძელდება. ეს საჯაროა, ისევე როგორც კომისიის მუშაობა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია – შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული პროცესი მიმდინარეობს.

ჩემი გადმოსახედიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს საკმარისი ფაქტები და არგუმენტები აქვს იმისთვის, რომ ამ პარტიებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი პრეროგატივა აქვს, არავის გვაქვს უფლება, რაიმე მივუთითოთ, მაგრამ ჩვენ ძალიან მძიმე სამუშაო ჩავატარეთ. ყველა იმ საქმეს, რაც დასკვნაში დევს, კონკრეტული ფაქტები და არგუმენტები მოსდევს, ამიტომ, ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ილია ინჯიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქართული საზოგადოების დაკვეთა იყო – გამოძიებულიყო ამ რადიკალური ძალების მმართველობის პერიოდი და ყველას ენახა, რა პროცესები მიმდინარეობდა იმ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ შევასრულეთ მათი დაკვეთა და საკონსტიტუციო სასამართლოს საკმარისი ფაქტები და არგუმენტები წარვუდგინეთ იმისთვის, რომ ამ პარტიებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს“
ილია ინჯია
„დავიწყოთ იმით, რომ ეს დაკვეთა ქართული საზოგადოებისგან მოდიოდა – გამოძიებულიყო ამ რადიკალური ძალების მმართველობის პერიოდი და ეს ყველაფერი საჯაროდ მომხდარიყო, რომ ყველას ენახა, რა პროცესები მიმდინარეობდა იმ წლების განმავლობაში და როგორ ორგანიზებულ დანაშაულებთან გვქონდა საქმე. ქართველმა ხალხმა დაუკვეთა მთავრობას, რომ ეს ყველაფერი გამოძიებულიყო. ამას მოჰყვა ის, რომ ძალიან მოკლე ვადაში ჩატარდა უდიდესი სამუშაო (საგამოძიებო კომისიის მუშაობას ვგულისხმობ). რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საქმის დეტალურად განხილვა ვერ მოესწრო, მაგრამ დასკვნაში ყველა ძალიან გახმაურებული საქმე მოხვდა, რომელიც ისედაც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, თუმცა კომისიის მუშაობისას ბევრი ახალი დეტალიც გამოჩნდა. ცოტა არ არის – კომისიის დასკვნა 400 გვერდს აღემატება და ყველა საქმეს ამ დასკვნაში თანდართული აქვს არგუმენტები და ფაქტები. ეს არის ის, რისი შეგროვებაც შეძლო კომისიამ, რადგან ძალიან ბევრი მიმართულებით დანაშაულის ფაქტები იყო გამქრალი, წაშლილი სატელევიზიო არქივებიდან და განადგურებული, თუმცა საკმარისი მასალა მაინც იყო იმისათვის, რომ დასკვნას ჰქონოდა არგუმენტირებული, ფაქტებზე დაყრდნობილი საფუძველი, რის შედეგადაც კომისიამ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და ვნახეთ, რომ დღევანდელი დღე იყო პირველი დღე, როცა ეს პროცესი დაიძრა. გვახსოვს, კომისიის მუშაობის დროსაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ აღიარებდნენ პარლამენტს, არჩევნებს და, მათ შორის, კომისიის ლეგიტიმაციასაც. დღეს ეს ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურება – მათ მიიღეს მონაწილეობა პროცესში. მართალია, მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს, თუ როგორ უნდოდათ ამ პროცესის პოლიტიზება და მოსამართლეს ძალიან ბევრჯერ მოუწია დაბრუნება ფაქტებთან და განსახილველი საქმეების ლეგიტიმაციასთან. პროცესი და დებატები ხვალ და ზეგაც გაგრძელდება. ეს საჯაროა, ისევე როგორც კომისიის მუშაობა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია – შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული პროცესი მიმდინარეობს. ჩემი გადმოსახედიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს საკმარისი ფაქტები და არგუმენტები აქვს იმისთვის, რომ ამ პარტიებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი პრეროგატივა აქვს, არავის გვაქვს უფლება, რაიმე მივუთითოთ, მაგრამ ჩვენ ძალიან მძიმე სამუშაო ჩავატარეთ. ყველა იმ საქმეს, რაც დასკვნაში დევს, კონკრეტული ფაქტები და არგუმენტები მოსდევს, ამიტომ, ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“
ილია ინჯია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს უბრალოდ ვერავინ გაექცევა, რაც უნდა შუამდგომლობები დააყენონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები