"სისტემა დალპა" - ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც ბადრაგებს შვილის ცემაში ადანაშაულებს, ბრძოლას აანონსებს
კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ავთო დავითაძე აცხადებს, რომ სისტემა დალპა. ის თავისი 36 წლის შვილის, გიორგი დავითაძის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამტკიცებს, რომ ბადრაგებმა პატიმარი სცემეს. ოჯახის მტკიცებით, მეექვსე ციხის ხელმძღვანელმა შოთა ტრაპაიძემ მეგობარი პოლიციელის თხოვნა შეასრულა და პატიმარი აცემინა.

"სისტემა დალპა" - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ავთო დავითაძე "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
ყოფილი დეპუტატი 36 წლის შვილის, გიორგი დავითაძის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას პასუხისმგებლობას აკისრებს.
ავთანდილ დავითაძე ამბობს, რომ ციხის კადრებით ხელისუფლებაში მოსული პარტია პატიმრის უფლებებს ვერ იცავს.
გიორგი დავითაძე ახლაც ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დეესკალაციის ოთახში ჰყავთ მოთავსებული.
დავითაძეები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა კაცი სასჯელს გადაცმული პოლიციელის მოწყობილი პროვოკაციისთვის იხდის.
თუ მსჯავრდებულის ოჯახს დავეყრდნობით, მეექვსე ციხის ხელმძღვანელმა, შოთა ტრაპაიძემ მეგობარი პოლიციელის თხოვნა შეასრულა და ბადრაგებს პატიმარი აცემინა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…