ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არაბიზაცია არის ვაი პოლიტიკოსების მიერ მოგონილი ტყუილი, ასეთი ფაქტი არ ხდება - გურამ ფალავანდიშვილი Eagle Hills-ის პროექტზე

Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ქვეყანაში არავითარი ე.წ. არაბიზაცია არ მიმდინარეობს და ეს კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ გამოგონილი ცრუ ინფორმაციაა. "არაბიზაცია არის ვაი პოლიტიკოსების მიერ მოგონილი ტყუილი, რომ ქართველი ხალხი აიყ

არაბიზაცია არის ვაი პოლიტიკოსების მიერ მოგონილი ტყუილი, ასეთი ფაქტი არ ხდება - გურამ ფალავანდიშვილი Eagle Hills-ის პროექტზე
არაბიზაცია არის ვაი პოლიტიკოსების მიერ მოგონილი ტყუილი, ასეთი ფაქტი არ ხდება - გურამ ფალავანდიშვილი Eagle Hills-ის პროექტზერუსთავი 2

Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ქვეყანაში არავითარი ე.წ. არაბიზაცია არ მიმდინარეობს და ეს კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ გამოგონილი ცრუ ინფორმაციაა.

"არაბიზაცია არის ვაი პოლიტიკოსების მიერ მოგონილი ტყუილი, რომ ქართველი ხალხი აიყოლიონ ხელისუფლების წინააღმდეგ.

Eagle Hills-ი, რომელიც აშენებს საქართველოში, ასევე აშენებს ევროპის ქვეყნებში. ისინი არიან ემირატების არაბები, რომლებიც არსად არ მიდიან საცხოვრებლად. ვინაიდან, ნავთობი არის მილევადი პროდუქტი, თავიანთი თანხებით დებენ მსოფლიოს სხვადასხვა ბიზნესში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, სამთო მრეწველობაში და უძრავ ქონებაში.

პირველ 257 ბინაში, აუქციონზე გამოაქვთ, არაბებმა იყიდეს რვა ბინა, ანუ 3%, ახლა ამბობენ, დამატებით, 200 ბინაში საერთოდ აღარ უყიდიათ და, მგონი, უკვე 1%-ზე ჩამოვიდნენ, ანუ ზოგადად, არაბიზაცია, ასეთი ფაქტი არ ხდება", - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ დაწყებული დეზინფორმაციული კამპანია - ე.წ. არაბიზაცია შიშებზე აგებულ დეზინფორმაციულ ნარატივად შეფასდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები