"არაბიზაცია არის ტყუილი. არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება" - გურამ ფალავანდიშვილი
თავისუფლების მოედანზე ე.წ. არაბიზაციის წინააღმდეგ დაანონსებულ აქციაზე აქტივისტების მცირერიცხოვანი ჯგუფი მივიდა. პარტია "კონსერვატორების" წევრები "იგლ ჰილსის" ინვესტიციის გაუქმებას ითხოვდნენ. თუმცა, გურამ ფალავანდიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ არაბიზაცია ტყუილია და არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება.

თავისუფლების მოედანზე, ე.წ. არაბიზაციის წინააღმდეგ, აქცია უნდა დაწყებულიყო, თუმცა "ალტ ინფოს" მიერ რამდენიმე კვირის წინ დაანონსებულ საპროტესტო გამოსვლაზე აქტივისტების მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი მივიდა.
პარტია "კონსერვატორების" წევრები აქციას სოციალური ქსელებით აანონსებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეწინააღმდეგებიან "იგლ ჰილსის" მასშტაბურ ინვესტიციას საქართველოში. მათი მოთხოვნაა, გაუქმდეს შეთანხმება ინვესტორთან.
ტერმინი და მოძრაობის მიერ ჩამოყალიბებული საპროტესტო მოტივი კრიტიკის ობიექტი გახდა თავად კონსერვატიულ ჯგუფებში.
გურამ ფალავანდიშვილმა თემასთან აკავშირებდათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აცხადებს, რომ საქართველოში არავითარი არაბიზაცია არ არსებობს.
"არაბიზაცია არის ტყუილი. არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება. 500 მშენებარე ბინიდან, რომელიც კრწანისში უკვე გაიყიდა, არაბებს მხოლოდ ბინების 2-3% აქვთ ნაყიდი. ასევე, მთელი თავისი სააგენტოებით თუ სამშენებლო ჯგუფების გათვალისწინებით, სადღაც იგივე პროცენტი აქვთ ნაყიდი ჯამში მთელ საქართველოშიც, აქედან კი, ალბათ, 10 წილი ბათუმში და 1 თბილისში. თან, დაბადებით მილიონერი ემირატების არაბები სად უნდა გადასახლდნენ, როცა თავის ქვეყანაშიც კი უდიდეს უმცირესობაში არიან, კერძოდ 10 პროცენტი თვითონ და 90 უცხოელები, ძირითადად ევროპელები. უბრალოდ, ვინაიდან ნავთობი მილევადი პროდუქტია, ისინი მისგან ნაშოვნ თანხებს მთელ მსოფლიოში აქტიურად აბანდებენ", - წერს გურამ ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„არაბიზაცია არის ტყუილი. არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება. 500 მშენებარე ბინიდან, რომელიც კრწანისში უკვე გაიყიდა, არაბებს მხოლოდ ბინების 2-3% აქვთ ნაყიდი. ასევე, მთელი თავისი სააგენტოებით თუ სამშენებლო ჯგუფების გათვალისწინებით, სადღაც იგივე პროცენტი აქვთ ნაყიდი ჯამში მთელ საქართველოშიც, აქედან კი, ალბათ, 10 წილი ბათუმში და 1 თბილისში. თან, დაბადებით მილიონერი ემირატების არაბები სად უნდა გადასახლდნენ, როცა თავის ქვეყანაშიც კი უდიდეს უმცირესობაში არიან, კერძოდ 10 პროცენტი თვითონ და 90 უცხოელები, ძირითადად ევროპელები. უბრალოდ, ვინაიდან ნავთობი მილევადი პროდუქტია, ისინი მისგან ნაშოვნ თანხებს მთელ მსოფლიოში აქტიურად აბანდებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…