პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: დონალდ ტრამპი ჩინეთამდე ფილიპინებში ჩავიდა

რესპუბლიკური პარტია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მანილაში ჩავიდა, სადაც საპროტესტო აქციების ფონზე „ოთხეულის“ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. მისი აზიური ტურნე ასევე მოიცავს APEC-ის ფორუმსა და ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას.

Reuters: დონალდ ტრამპი ჩინეთამდე ფილიპინებში ჩავიდა
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ოთხი ქვეყნის გაერთიანების - „ოთხეულის“ ლიდერებთან შეხვედრისთვის ემზადება. ეს ჯგუფის პირველი შეხვედრა იქნება ბოლო ორი წლის განმავლობაში.

ტრამპის აზიური ტურნე, რომელიც ჩინეთის ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმსა და ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრასაც მოიცავს, „რესპუბლიკური“ პარტიის შუალედურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ იმართება, იუწყება სააგენტო.

ვიზიტს დამატებით ართულებს ჯაშუშობის შესახებ ბრალდებები და აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ჩიპებზე წვდომის შეზღუდვა, რამაც შესაძლოა, სავაჭრო ომის გარშემო მიღწეულ მყიფე ზავს საფრთხე შეუქმნას.

ამასთან ერთად, Reuters-ი აღნიშნავს, რომ მანილაში საპროტესტო აქციები უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. დემონსტრანტებმა ტრამპის ფიტულები დაწვეს, მოითხოვეს ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულება და აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი მიწოდების ჯაჭვის ინიციატივის Pax Silica-ს გაუქმება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი: “მე ვაპირებ ჩინეთში გამგზავრებას და ვფიქრობ, ერთ-ერთი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან მექნება, რაც ძალიან საინტერესო იქნება”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები