,, ხიდის ჩამონგრევა არაა მხოლოდ სიმბოლური ამბავი” – ზურაბ ბატიაშვილი
აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რომ ქერჩის ხიდის ჩამონგრევა უკრაინისთვის ორმაგი წარმატებაა, რადგან საავტომობილო გზასთან ერთად ჩაიკეტა საზღვაო მოძრაობაც აზოვისა და შავ ზღვებს შორის.

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი:
,,ქერჩის ხიდის ჩამონგრევა უკრაინისთვის ორმაგი წარმატებაა. ჩაიკეტა არა მხოლოდ რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ოკუპირებულ ყირიმთან, არამედ ხიდის წყალში ჩავარდნილმა კორპუსმა გადაკეტა საზღვაო მოძრაობა აზოვისა და შავ ზღვას შორის;
შედეგად, აზოვის ზღვა ნაოსნობის თვალსაზრისით იქცა აზოვის ტბად. ამხელა კონსტრუქციას ზღვიდან როგორ ამოიღებენ და მისცემენ თუ არა უკრაინული დრონები მისი თავისუფლად ამოღების საშუალებას, ეგ ცალკე განხილვის თემაა;
ასე, რომ ხიდის ჩამონგრევა არაა მხოლოდ სიმბოლური ამბავი. ეს დიდი წარმატებაა და მას თავისი გაგრძელება ექნება.”

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…