პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის 158 მილიონზე მეტი ევროს სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას, რომელიც კახეთის მიმართულებით გზების მშენებლობას ითვალისწინებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარდგენილი „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“ განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სესხის გამოყოფას, რომლის მოცულობა 158, 424310 ევროა, ხოლო სესხის ხანგრძლივობა 25 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 10 წელი.

პროექტის მიზანია საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობა – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე, ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და გურჯაანიდან თელავამდე.

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები