პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზვიად შალამბერიძე „ლელოზე“: ეს ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ გაემიჯნონ თავიანთ განცხადებებს, რომლებსაც ასე უხვად ინახავს ტელეარქივი

ლელო

დეპუტატი ზვიად შალამბერიძე „ლელოს“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პარტიის წევრები საკუთარ ძველ განცხადებებს ურცხვად ემიჯნებიან, ხოლო მათი ინიციატივები რუსეთის სანქცირებაზე აშშ-ის და ევროკავშირის ზომებსაც კი აღემატებოდა.

ზვიად შალამბერიძე „ლელოზე“: ეს ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ გაემიჯნონ თავიანთ განცხადებებს, რომლებსაც ასე უხვად ინახავს ტელეარქივი
იმედინიუსი

ისეთი ინიციატივები ჰქონდათ [„ლელოს“] რომელიც არც ბრიტანეთს, არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ დაუწესებია რუსეთისთვის, - აცხადებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე.

დეპუტატი ეხმაურება შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია რას ამბობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით „ლელოს“ წარმომადგენელი სასამართლოში და რას ამბობდა მამუკა ხაზარაძე პარტიის ყრილობაზე.

„ეს ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ გაემიჯნონ არათუ იმ ლიდერებს, რომლებიც სხვა პარტიის ხელმძღვანელები იყვნენ 2012 წლამდე, არამედ თავიანთ განცხადებებს, რომლებსაც ასე უხვად ინახავს ტელეარქივი“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბატონ კუპრაძეს ეწერა, რომ არასდროს მოუთხოვიათ მოხალისეების უკრაინაში გაგზავნა, თუმცა არაფერი არ უწერია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ანუ გამოდის, ამ საკითხზე შევთანხმდით - "ლელო" ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის - შალვა პაპუაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები