"ჩვენი მთავარი ამოცანააა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა" - ლაშა ფარულავა
ნიკა გვარამიას პოდკასტში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებსაც ავტორები ანტიაფხაზურად და ანტისახელმწიფოებრივად აფასებენ, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი მთავარი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

ანტიაფხაზური კამპანია - ამჯერად ნიკა გვარამიამ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ერთ-ერთ პოდკასტში გააკეთა. "აფხაზებსა და ქართველებს არ უყვართ ერთმანეთი. ჩვენ ვართ მტრები" - აცხადებს კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის კონტექსტში სომხური მოდელიც ახსენა და მიანიშნა, რომ, ყარაბაღის მსგავსად, საქართველომ ოკუპირებული რეგიონი უნდა დათმოს.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, მათი მთავარი ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
"ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რაც შეეხება მტრებს, არიან აფხაზებში მტრები, რომლებიც რუსეთის წაქეზებით ებრძვიან დიდი ხანია უკვე საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.
ციტატები სტატიიდან
„აფხაზებსა და ქართველებს არ უყვართ ერთმანეთი. ჩვენ ვართ მტრები“
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რაც შეეხება მტრებს, არიან აფხაზებში მტრები, რომლებიც რუსეთის წაქეზებით ებრძვიან დიდი ხანია უკვე საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.