ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლაშა ფარულავა – ვინმე თუ არის საქართველოს მტერი, ეს რუსეთია, კრემლის ამოცანა იყო, აფხაზები საქართველოს წინააღმდეგ ყოფილიყვნენ და ამ სამწუხარო მისიას წლებია, ასრულებს არაერთი აფხაზი და სეპარატისტული რეჟიმი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, საქართველოს მთავარი მტერი რუსეთია და მისი მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რის შემდეგაც გაერთიანებულ საქართველოში ყველა, მათ შორის აფხაზები და ოსები, თავისუფლად იცხოვრებენ. ფარულავა აცხადებს, რომ კრემლის ამოცანა იყო აფხაზების საქართველოს წინააღმდეგ განწყობა და ამ სამწუხარო მისიას სეპარატისტული რეჟიმი ასრულებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მტერს არავინ მოუხდის ბოდიშს. პარტია „ახლის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ კი იუთუბ გადაცემაში განაცხადა, რომ აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთი არ უყვარრთ და ამჟამად მტრები არიან.

ლაშა ფარულავა – ვინმე თუ არის საქართველოს მტერი, ეს რუსეთია, კრემლის ამოცანა იყო, აფხაზები საქართველოს წინააღმდეგ ყოფილიყვნენ და ამ სამწუხარო მისიას წლებია, ასრულებს არაერთი აფხაზი და სეპარატისტული რეჟიმი
ლაშა ფარულავა – ვინმე თუ არის საქართველოს მტერი, ეს რუსეთია, კრემლის ამოცანა იყო, აფხაზები საქართველოს წინააღმდეგ ყოფილიყვნენ და ამ სამწუხარო მისიას წლებია, ასრულებს არაერთი აფხაზი და სეპარატისტული რეჟიმიპირველი არხი

ჩვენი მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თავისუფალ, გაერთიანებულ საქართველოში ყველას ექნება შესაძლებლობა, თავისუფლად იცხოვროს. არ იქნება არანაირი სეგრეგაცია, რეპრესია, ტერორი. ამის გარანტიას ვაძლევთ დემოკრატიული ოპოზიცია ყველას, მათ შორის აფხაზებსა და ოსებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

„მტერს, ოკუპანტს, სეპარატისტს სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოუხადა ბოდიში. ჩვენ არავის ვუხდით ბოდიშს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რა თქმა უნდა, თავისუფალ, გაერთიანებულ საქართველოში ყველას ექნება შესაძლებლობა, თავისუფლად იცხოვროს. არ იქნება არანაირი სეგრეგაცია, რეპრესია, ტერორი. ამის გარანტიას ვაძლევთ დემოკრატიული ოპოზიცია ყველას, მათ შორის აფხაზებსა და ოსებს. ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა რუსული ძალები იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის ჩვენი. აფხაზეთსა და ოსეთში დგანან რუსული ბაზები და როდესაც ისინი დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, სეპარატისტული რეჟიმებიც გავლენ ჩვენი ტერიტორიებიდან, აღდგება საქართველოს დამოუკიდებლობა, დაბრუნდებიან ჩვენი დევნილები საკუთარ მიწაზე და ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად აფხაზებიც და ოსებიც იცხოვრებენ მშვიდად“, – აღნიშნა ფარულავამ.

მისივე თქმით, ვინმე თუ არის საქართველოს მტერი, ეს არის რუსეთის ფედერაცია.

ფარულავას განცხადებით, კრემლის ამოცანა იყო, აფხაზები საქართველოს წინააღმდეგ ყოფილიყვნენ და ამ სამწუხარო მისიას წლებია, ასრულებს არაერთი აფხაზი და სეპარატისტული რეჟიმი.

„არიან აფხაზეთში მტრები, რომლებიც, რუსეთის წაქეზებით, დიდი ხანია, ებრძვიან საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს. ამის გამო 250 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ იძულებით დატოვა აფხაზეთის მიწა. გავიმეორებ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი ისტორიული მიწა, სადაც ჩვენი წინაპრების საფლავებია, სადაც ჩვენი სიწმინდეებია, დატოვოს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, დატოვოს ის ტერიტორიები. ჩვენ არავისთან გვსურს მტრობა. ვინმე თუ არის საქართველოს მტერი, ეს რუსეთის ფედერაციაა. კრემლის ამოცანა იყო, აფხაზები საქართველოს წინააღმდეგ ყოფილიყვნენ და ამ სამწუხარო მისიას წლებია, ასრულებს არაერთი აფხაზი და სეპარატისტული რეჟიმი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მტერს არ მოვუხდით ბოდიშს. ჩვენ მტერს დავამარცხებთ და საქართველო გაერთიანდება. ამის მაგალითი არის გმირთა მემორიალი, სადაც ოქროს ასოებით არიან ჩვენი გმირები ამოტვიფრული. ჩვენ ჩვენი გმირების ბრძოლას გავაგრძელებთ და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ იუთუბ გადაცემაში განაცხადა, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მტერს, ოკუპანტს, სეპარატისტს სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოუხადა ბოდიში. ჩვენ არავის ვუხდით ბოდიშს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რა თქმა უნდა, თავისუფალ, გაერთიანებულ საქართველოში ყველას ექნება შესაძლებლობა, თავისუფლად იცხოვროს. არ იქნება არანაირი სეგრეგაცია, რეპრესია, ტერორი. ამის გარანტიას ვაძლევთ დემოკრატიული ოპოზიცია ყველას, მათ შორის აფხაზებსა და ოსებს. ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა რუსული ძალები იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის ჩვენი. აფხაზეთსა და ოსეთში დგანან რუსული ბაზები და როდესაც ისინი დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, სეპარატისტული რეჟიმებიც გავლენ ჩვენი ტერიტორიებიდან, აღდგება საქართველოს დამოუკიდებლობა, დაბრუნდებიან ჩვენი დევნილები საკუთარ მიწაზე და ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად აფხაზებიც და ოსებიც იცხოვრებენ მშვიდად“
ლაშა ფარულავა
„არიან აფხაზეთში მტრები, რომლებიც, რუსეთის წაქეზებით, დიდი ხანია, ებრძვიან საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს. ამის გამო 250 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ იძულებით დატოვა აფხაზეთის მიწა. გავიმეორებ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი ისტორიული მიწა, სადაც ჩვენი წინაპრების საფლავებია, სადაც ჩვენი სიწმინდეებია, დატოვოს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, დატოვოს ის ტერიტორიები. ჩვენ არავისთან გვსურს მტრობა. ვინმე თუ არის საქართველოს მტერი, ეს რუსეთის ფედერაციაა. კრემლის ამოცანა იყო, აფხაზები საქართველოს წინააღმდეგ ყოფილიყვნენ და ამ სამწუხარო მისიას წლებია, ასრულებს არაერთი აფხაზი და სეპარატისტული რეჟიმი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მტერს არ მოვუხდით ბოდიშს. ჩვენ მტერს დავამარცხებთ და საქართველო გაერთიანდება. ამის მაგალითი არის გმირთა მემორიალი, სადაც ოქროს ასოებით არიან ჩვენი გმირები ამოტვიფრული. ჩვენ ჩვენი გმირების ბრძოლას გავაგრძელებთ და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება“
ლაშა ფარულავა
„აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.