პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ – მადლობა ევროკავშირს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისთვის

საკონსტიტუციო სასამართლო

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქვეყნის იზოლაციის ფონზე, ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგული რჩება და სირიასთან მოლაპარაკებებში ამ საკითხს აყენებს.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ – მადლობა ევროკავშირს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისთვის
პირველი არხი

მაშინ, როდესაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ტრადიციულ მეგობრებთან დაპირისპირებისა და დასავლეთისგან ქვეყნის იზოლაციის ავტორიტარულ გზას ადგას, ჩვენი ნამდვილი მეგობრები არ წყვეტენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

კოალიცია მადლობას უხდის ევროკავშირის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულად გატარებისთვის.

„იმ ფონზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ივანიშვილის რეჟიმი პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს ერთ-ერთ ბრალდებად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ საქმიანობას უყენებს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ აგრძელებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას სირიის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გასაუქმებლად.

გუშინ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: „სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს, მათ შორის არის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება – სამუშაო ჯგუფები დეტალებზე მუშაობენ.“ აღნიშნულით დასტურდება, რომ სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების საკითხი ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას და სამუშაო პროცესიც უკვე მიმდინარეობს.

21 ივლისს კოალიციამ სპეციალური მიმართვები გაუგზავნა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს. 14 სექტემბერს კოალიციას ევროკომისიის ოფიციალური კორესპონდენციით ეცნობა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები სირიის ხელისუფლებასთან ურთიერთობისას დღის წესრიგში შეიტანდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხს. აღნიშნული თემა ჩვენი საგარეო კომუნიკაციის მუდმივ და უცვლელ საკითხად რჩება.

მაშინ, როდესაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ტრადიციულ მეგობრებთან დაპირისპირებისა და დასავლეთისგან ქვეყნის იზოლაციის ავტორიტარულ გზას ადგას, ჩვენი ნამდვილი მეგობრები არ წყვეტენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვას, რითიც კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვლინდება, ვინ არის მტერი და ვინ ერთგული მეგობარი.

მადლობას ვუხდით ევროკავშირს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულად გატარებისთვის და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის“, – ნათქვამია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური„კოალიცია ცვლილებისთვის“ - ნამდვილი მეგობრები არ წყვეტენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვას, რითაც მკაფიოდ ვლინდება, ვინ არის მტერი და ვინ ერთგული მეგობარი - ვაგრძელებთ მუშაობას სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გასაუქმებლად
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კალასის თქმით, სირიასთან EU-ს პირობებს შორის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებაც უნდა იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები