პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი სიორიძე - სიმართლე ჩვენს მხარესაა, არანაირ ბრალდებას საფუძველი არ აქვს - „ქართული ოცნების“ მიზანი გულისხმობს დიქტატურის გაფორმებას და რუსეთის მაამებლური პოლიტიკის დაკანონებას

ქართული ოცნებალელოსაკონსტიტუციო სასამართლო

გიორგი სიორიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სარჩელი აბსურდულია და მისი მიზანი დიქტატურის გაფორმება, პოლიტიკური სპექტრის აკრძალვა და რუსეთის მაამებლური პოლიტიკის დაკანონებაა.

გიორგი სიორიძე - სიმართლე ჩვენს მხარესაა, არანაირ ბრალდებას საფუძველი არ აქვს - „ქართული ოცნების“ მიზანი გულისხმობს დიქტატურის გაფორმებას და რუსეთის მაამებლური პოლიტიკის დაკანონებას
ინტერპრესნიუსი

სიტყვის თქმის შესაძლებლობა არის იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რამდენად აბსურდულია „ქართული ოცნების“ სარჩელი და რამდენად წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიზნის განხორციელების შესაძლებლობას - მიზნის, რომელიც გულისხმობს დიქტატურის გაფორმებას, პარტიებისა და პოლიტიკური სპექტრის მთლიანად აკრძალვას და რუსეთის მაამებლური პოლიტიკის დაკანონებას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციის წინააღმდეგ წარმოდგენილ ბრალდებებს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

„დატოვებულ კითხვებს რაც შეეხება, ამას მოისმენთ, როდესაც პროცესი დაიწყება. განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს კონკრეტული კითხვების, იმიტომ, რომ ნებისმიერი კითხვა, რომელიც თეორიულად შეიძლება დაისვას, არ წარმოადგენს პრობლემას, ერთი მარტივი მიზეზის გამო - სიმართლე ჩვენს მხარესაა და არანაირ ბრალდებას საფუძველი არ აქვს, არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი. შესაბამისად, სიტყვის თქმის შესაძლებლობა არის იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რამდენად აბსურდულია „ქართული ოცნების“ სარჩელი და რამდენად წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიზნის განხორციელების შესაძლებლობას - მიზნის, რომელიც გულისხმობს დიქტატურის გაფორმებას, პარტიებისა და პოლიტიკური სპექტრის მთლიანად აკრძალვას და რუსეთის მაამებლური პოლიტიკის დაკანონებას.

გაერკვეს კარგად პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა, რას ნიშნავს სანქცია, როგორც ტერმინი.

დანარჩენზე მექნება შესაძლებლობა დეტალურად ვისაუბრო ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს „ძლიერი საქართველო - ლელო“. არ არსებობს არცერთი ნაბიჯი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებდეთ, მის დავიწყებას ვცდილობდეთ, ან რომელსაც არ ჰქონდეს უმარტივესი ახსნა, ამას სასამართლოში გაიგებთ“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი სიორიძე - „ქართულ ოცნებას“ არაკონსტიტუციურ ზრახვებში ვამხელთ - აბსურდულ სარჩელს ნაწილ-ნაწილ დავშლითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები