პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გენადი არველაძე: ჩინეთის ბაზარზე შესვლისთვის არის გარკვეული სანიტარული, ფიტოსანიტარული მოთხოვნები, რა ნაწილშიც სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის, ფრინველის ხორცის, თაფლის, სხვადასხვა ხილის, სხვადასხვა პროდუქტების სერტიფიცირებასა და აღიარებასთან დაკავშირებით

რუსთავი 2საქართველოს მთავრობა

გენადი არველაძის განცხადებით, ჩინეთთან გაფორმებული აღიარების ოქმის შედეგად ქართული ფრინველის ხორცი ჩინეთის ბაზარზე იქნება დაშვებული. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩინეთში ქართული ღვინო იმპორტიორებს შორის ტოპ-ათეულშია.

გენადი არველაძე: ჩინეთის ბაზარზე შესვლისთვის არის გარკვეული სანიტარული, ფიტოსანიტარული მოთხოვნები, რა ნაწილშიც სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის, ფრინველის ხორცის, თაფლის, სხვადასხვა ხილის, სხვადასხვა პროდუქტების სერტიფიცირებასა და აღიარებასთან დაკავშირებით
იმედინიუსი

სააგენტო „აწარმოე საქართველოში,“ ახლა უკვე ეკონომიკის განვითარების კორპორაცია არის ის უწყება, რომელიც ეხმარება მეწარმეებს სტანდარტების, შესაბამისობის, შეფასების დაკმაყოფილებაში, რომ შემდეგ აქ წარმოებულმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს ჩინეთის ბაზრის მოთხოვნები, ასევე შესვლა და სტრატეგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარზე და აღნიშნულთან დაკავშირებითაც კომპანიებისთვის ხდება დახმარება, რომ სწორად მოხდეს ექსპორტის დაგეგმვა ჩინეთის ბაზარზე“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გადაცემაში „დებატები რუსთავი2-ზე“.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აღნიშნულ ბაზარზე შესვლისთვის არის გარკვეული სანიტარული, ფიტოსანიტარული მოთხოვნები, რა ნაწილშიც სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის, ფრინველის ხორცის, თაფლის, ხილის, სხვადასხვა პროდუქტების სერტიფიცირებასა და აღიარებასთან დაკავშირებით.

„გასულ წელს ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შედეგი - ხელი მოვაწერეთ კონკრეტულად აღიარების ოქმს, სადაც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან, მაგალითად, ფრინველის ხორცი არის ერთ-ერთი წარმატებული ქეისი, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ჩინურ მხარესთან მუშაობის შედეგად მივაღწიეთ, რომ დაშვებული იქნება ჩინეთის ბაზარზე. აღნიშნულ პროდუქტზე არის ძალიან მაღალი მოთხოვნა“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მეშვეობით ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობას.

„თუ კორპორაციის მეშვეობით, ერთი მხრივ, ხელს შევუწყობთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მეორე მხრივ, არის ჩინეთის ბაზარი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ამ ბაზარზე შევიდეთ აღნიშნული პროდუქტებით. მაგალითისთვის, თუ ავიღებთ ღვინოს, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი იყო, ჩვენ მაქსიმალურად, სხვადასხვა გამოფენების მეშვეობით შევეცადეთ, ხელი შეგვეწყო ჩვენი მწარმოებლებისთვის, გაეტანათ პროდუქტი ჩინეთის ბაზარზე - დაახლოებით მილიარდ 400 მილიონის არის ეს ბაზარი დოლარში, რომელიც გულისხმობს, თუ რამხელა მოთხოვნა არსებობს ღვინოზე. ქართული ღვინო არის მეცხრე ადგილზე ანუ ტოპ-ათეულში შედის ტოპ-იმპორტიორებს შორის და მისი პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ბევრი არის გასაკეთებელი და საქართველოს მთავრობა ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობას ჩვენი ექსპორტიორებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგენადი არველაძე: ჩინეთის ბაზარზე შესვლისთვის არის გარკვეული სანიტარული, ფიტოსანიტარული მოთხოვნები, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფრინველის ხორცის, თაფლის, სხვადასხვა ხილის და პროდუქტების სერტიფიცირებასა და აღიარებასთან დაკავშირებით
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გენადი არველაძე: ბიზნესის მოთხოვნა, მათი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ექსპორტი განახორციელონ ჩინეთის ბაზარზე. მთავრობა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მათ ჩინეთის ბაზარზე ჰქონდეთ წვდომაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები