პენიტენციურ დაწესებულებებში მინის მხატვრული დამუშავებისა და ტიხრული მინანქრის საწარმოები მოეწყო
პენიტენციურ დაწესებულებებში მინის დამუშავებისა და ტიხრული მინანქრის საწარმოები მოეწყო, სადაც სწავლება 40-მა მსჯავრდებულმა გაიარა და შესაბამისი სერტიფიკატები მიიღო.

პენიტენციურ დაწესებულებებში მინის მხატვრული დამუშავებისა და ტიხრული მინანქრის საწარმოები მოეწყო. სწავლება, ჯამში ორმოცმა მსჯავრდებულმა გაიარა.
მათ უკვე გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, სასჯელის მოხდის შემდეგ ახალი პროფესიით დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თვითდასაქმებული მსჯავრდებულები კი, დამზადებული პროდუქციის რეალიზაციას "რე-მარკეტში" შეძლებენ.
საქართველოს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით სხვადასხვა სასწავლო კურსები პენიტენციურ დაწესებულებებში მუდმივად მიმდინარეობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…