ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაღაზიიდან ვადაგასული ხორცპროდუქტები ამოიღეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აჭარაში შპს „აჭარის“ სასურსათო მაღაზიაში ვადაგასული სურსათი, მათ შორის ხორცპროდუქტები ამოიღეს. სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

მაღაზიიდან ვადაგასული ხორცპროდუქტები ამოიღეს
მაღაზიიდან ვადაგასული ხორცპროდუქტები ამოიღესბათუმელები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აჭარაში სარეალიზაციო ობიექტიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო.

სააგენტოს ცნობით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სასურსათო მაღაზია შპს „აჭარა“ შეამოწმეს.

ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე ვადაგასული სურსათი დაფიქსირდა, მათ შორის ხორცპროდუქტები. ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები