პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და ზუგდიდში სამ მეწარმეს ხორცპროდუქტების საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა უნებართვო წარმოების, ჰიგიენური ნორმების დარღვევისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის დაკვლის გამო.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
იმედინიუსი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტებისინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ინდივიდუალური მეწარმეები მ. ტ. (მისამართი: ზუგდიდი, ბარათაშვილის N58), ი. ქ. (მისამართი: ზუგდიდი, წერეთლის N54) და ფიზიკური პირი ი. ხ. (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის N15 ბ) ხორცპროდუქტების წარმოებას სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. ასევე ორი მათგანი (მ. ტ.-ის და ი. ხ.) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრშიც არ იყვნენ რეგისტრირებულები.

ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ჰიგიენური ნორმების და მიკვლევადობის წესის დარღვევა, მათ შორის ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი (ი.ხ) .

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბითგანაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, პროდუქცია არ აწარმოონ სავალდებულოაღიარების გარეშე და საქმიანობა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვითგანახორციელონ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. ბათუმელებიოპოზიციურიგონიოში ხორცპროდუქტების მწარმოებელს სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში, კახეთსა და იმერეთში დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში, კახეთსა და იმერეთში დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები