ვიდეო: „ბავშვისთვის წესები აუცილებელია! – თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს საზღვრები,
ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის განცხადებით, თავისუფლება არ ნიშნავს საზღვრების არარსებობას, ბავშვის აღზრდისთვის წესები და მკაფიო სტრუქტურა აუცილებელია, თუმცა დღეს სკოლებსა და ოჯახებში ეს ჩარჩოები დაკარგულია.

ბავშვისთვის წესები აუცილებელია!
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე პოდკასტს „სტუმრად ანნასთან“ სტუმრობდა, სადაც ისაუბრა, რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის აღზრდის პროცესში წესებისა და მკაფიო საზღვრების არსებობა.
თამარ გაგოშიძე ყურადღებას ამახვილებს გავრცელებულ შეხედულებაზეც, რომლის მიხედვითაც თავისუფალი ადამიანის აღზრდა შეზღუდვების არარსებობას გულისხმობს.
მისი თქმით, თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს საზღვრები, პასუხისმგებლობა და ქცევის წესები. „ჩვენ გვაქვს სიტუაცია სკოლე და ბაღებში. სახლში გვესმის პოზიტიური მშობლობა და არანაირი ჩარჩო არ გვაქვს, არც სკოლაში არ გვაქვს…
„ჩვენ გვაქვს სიტუაცია სკოლებში და ბაღებში. სახლში გვესმის პოზიტიური მშობლობა და არანაირი ჩარჩო არ გვაქვს, არც სკოლაში არ გვაქვს… წარმოიდგინეთ, 6 წლის საწყალი ბავშვი მოხვდა სკოლაში და არ იცის, რა უნდა ქნას, რას ელიან მისგან, რა წესი უნდა შეასრულოს. ბავშვებს მოსწონთ ეს სტრუქტურა.
ჩვენ ასე ვიქცევით კლასში. ეს უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის გასაგები, მისაღები და თუ საჭიროა, კედელზეც დაწერილი.
ჩვენ რა გვაქვს დღეს? ჩვენ ვზრდით თავისუფალ ადამიანებს. ბევრისგან, მათ შორის, მასწავლებლებისგან, სკოლისგან, მშობლებისგან მომისმენია. თავისუფალი ადამიანის აღზრდა, ფიქრობე არის ის, რომ საზღვარი არ უნდა ჰქონდეს. პასუხისმგებლობა არ უნდა ჰქონდეს, ჩარჩო არ უნდა ჰქონდეს“ – ამბობს თამარ გაგოშიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…