პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

10 თვეში ჯარიმებიდან 26,9 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში

10 თვეში ბათუმის ბიუჯეტში ჯარიმებიდან თითქმის 27 მილიონი ლარი შევიდა. მერიის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საერთო შემოსულობებმა 388,9 მილიონ ლარს გადააჭარბა.

10 თვეში ჯარიმებიდან 26,9 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში
ბათუმელები

10 თვეში, ბათუმის ბიუჯეტში, ჯარიმებიდან 26 მილიონ 989 700 ლარი შევიდა. ანგარიშში, რომელიც ბათუმის მერიამ საკრებულოს წარუდგინა, მონაცემები დიფერენცირებული არ არის, თუმცა გასული წლის ანგარიშის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელსაც ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა კანონდამრღვევი მძღოლების მიერ გადახდილი ჯარიმებით შეგროვდა.

გასულ, 2025 წელს ბიუჯეტში, ჯარიმებიდან, 19 მილიონ 602 300 ლარი შევიდა, აქედან 13 მილიონ 676 000 ლარი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა იყო, 271 600 ლარი უბილეთო მგზავრობის, 56 100 ლარი კი ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისთვის დაკისრებული ჯარიმა.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მერია ჯარიმებიდან 24 მილიონის ამოღებას გეგმავს, ასეთია პროექტის პირველად ვარიანტში მოცემული პროგნოზი.

ადმინისტრაციული ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებს ბიუჯეტში „სხვა შემოსავლები“ აერთიანებს, ამ თავში შედის მოსაკრებლებიც.

2026 წლის ბიუჯეტის 10 თვის ანგარიშის მიხედვით, საპროგნოზო მოცულობა 115 მილიონ 908 500 ლარით იყო განსაზღვრული. ფაქტობრივმა შესრულებამ კი 131 მილიონ 804 100 ლარი, ანუ გეგმის 114% შეადგინა. ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში სხვა შემოსავლების წილი 33.9 პროცენტია.

საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით 10 თვეში ბიუჯეტში მობილიზებულია 14 მილიონ 059 800 ლარი, პროცენტებიდან კი 11 მილიონ 579 300 ლარი, ხოლო რენტის სახით, ანუ მუნიციპალური ქონების გაქირავებიდან მიღებულია 2 მილიონ 480 500 ლარი.

ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით ბიუჯეტში 84 მილიონ 489 700 ლარი შევიდა. მათ შორის არის მშენებლობის მოსაკრებლის სახით მიღებული 24 მილიონი და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 53 მილიონ 979 200 ლარი.

საერთო ჯამში, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის 10 თვის ბიუჯეტის ფაქტობრივმა შემოსულობებმა 388 მილიონ 954 100 ლარი შეადგინა. ეს, მთლიანი შემოსულობების, 2026 წლის დაზუსტებული გეგმის მაჩვენებლის 76.0%-ია.

შემოსულობებიდან გადასახადების სახით მიღებულ შემოსავლებზე 125 მილიონ 510 800 ლარი [შემოსულობების 32.3%] მოდის, გრანტებისა და ფინანსური დახმარების სახით მიღებულ შემოსავლებზე – 124 მილიონ 933 800 ლარი [შემოსულობების 32,1%].

სხვა არასაგადასახადო შემოსავლებზე – 131 მილიონ 804 100 ლარი, შემოსულობების 33,9% და არაფინანსური აქტივების კლებაზე [პრივატიზებიდან მიღებულ შემოსულობაზე] – 6 მილიონ 705 300 ლარი, რაც შემოსულობების 1.7% პროცენტია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ბათუმელებიოპოზიციური10 თვეში, მშენებლობის მოსაკრებლიდან ბათუმის მერიამ 24 მილიონი ამოიღო – უპრეცედენტო ზრდა
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბათუმის მერიასა და საკრებულოში ხელფასები 8,2 მილიონით იზრდება – 2027 წლის ბიუჯეტის პროექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები