პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალუდა ღუდუშაური გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის კომუნიკაციაზე ოპოზიციის სპეკულაციებთან დაკავშირებით: ეს არის პოლიტიკური უსუსური სპეკულაციის მორიგი მცდელობა. რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი დააბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს

ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე საუბარი მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინის კომუნიკაციაზე ოპოზიციის კრიტიკას ის „პოლიტიკური უსუსური სპეკულაციის მორიგ მცდელობას“ უწოდებს.

ალუდა ღუდუშაური გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის კომუნიკაციაზე ოპოზიციის სპეკულაციებთან დაკავშირებით: ეს არის პოლიტიკური უსუსური სპეკულაციის მორიგი მცდელობა. რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი დააბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს
იმედინიუსი

ეს არის პოლიტიკური უსუსური სპეკულაციის მორიგი მცდელობა. არაფრით არ განსხვავდება [აბაშიძე -კარასინის ფორმატისგან], მანამდეც იყო ეს ფორმატი. ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხის მორიგი მცდელობა, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური ოპოზიციის სპეკულაციებს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის პირველ კომუნიკაციას უკავშირდება.

როგორც მან „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რადიკალებმა კარგად იციან, როგორ უნდა „იპარაზიტონ პოლიტიკურად იმ თემებით, რომლებიც ჭიქაში ქარიშხლის მორიგი მცდელობა არის“.

„მრავალი წელია ეს ფორმატი არის. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე საუბარი შეიძლება მას შემდეგ, რაც რუსეთი დააბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ქართველიშვილი: საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები