პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოქტომბერში საქართველოში $286 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა - ქვეყნების რეიტინგი

საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილები 10.1%-ით შემცირდა და 286 მლნ დოლარი შეადგინა. ყველაზე მკვეთრი, 80.1%-იანი კლება რუსეთიდან დაფიქსირდა, ხოლო პირველ ადგილს 63.39 მლნ დოლარით კვლავ აშშ იკავებს.

ოქტომბერში საქართველოში $286 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა - ქვეყნების რეიტინგი
BM.GE

2026 წლის ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ, წინასწარი მონაცემებით, 286 მლნ აშშ დოლარი (746.3 მლნ ლარი) შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს 2025 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე 10.1%-ით, ანუ 32 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

ქვეყნების მიხედვით, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა კვლავ აშშ-დან განხორციელდა. ოქტომბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში 63.39 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც წლიურად 6.23%-ით მეტია.

მეორე ადგილზე იტალია იყო, საიდანაც 53.97 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 0.16%-ით შემცირდა. მესამე პოზიციას გერმანია იკავებს 30.64 მლნ აშშ დოლარით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.83%-იანი ზრდაა.

ტოპ ხუთეულში ასევე შედიან საბერძნეთი, საიდანაც 27.57 მლნ აშშ დოლარი (6.02%-იანი ზრდა), და ისრაელი, საიდანაც 26.3 მლნ აშშ დოლარი (13.12%-იანი ზრდა) ჩაირიცხა.

განსაკუთრებით მკვეთრი კლება რუსეთის ფედერაციიდან განხორციელებულ გზავნილებში დაფიქსირდა. ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში 7.86 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 80.1%-ით ნაკლებია. თუმცა სავარაუდოდ, ნოემბრიდან რუსული ფულადი გზავნილები აღარ იქნება ასე მკვეთრად შემცირებული, რადგან გასული კვირის ბოლოდან საქართველოში Zolotaya Korona-მ საქმიანობა აღადგინა. გზავნილების აღნიშნული სისტემა მისი შუამავალი პროვაიდერის სანქცირების გამო, სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში არ ოპერირებდა.

#

ქვეყანა

ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი)

ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი

1

აშშ

63.39

6.23%

2

იტალია

53.97

-0.16%

3

გერმანია

30.64

2.83%

4

საბერძნეთი

27.57

6.02%

5

ისრაელი

26.3

13.12%

6

თურქეთი

11.34

10.37%

7

რუსეთის ფედერაცია

7.86

-80.10%

8

ესპანეთი

7.37

-4.04%

9

გაერთიანებული სამეფო

6.53

10.28%

10

საფრანგეთი

5.88

-3.60%

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიოქტომბერში საქართველოში $288 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა - ქვეყნების რეიტინგი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
3-თვიანი წყვეტის შემდეგ Zolotaya Korona-მ საქართველოში გზავნილების სისტემა აღადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები