პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო და შესაბამისი პირობები განათლებისთვის. თქვენი ამოცანაა მომავალ თაობას მისცეთ ცოდნა, ხასიათი და პასუხისმგებლობის განცდა" - პარლამენტში მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს საკოლექციო მონეტები გადასცა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს ვალია განათლებისთვის პირობების შექმნა, ხოლო პედაგოგების ამოცანა მომავალი თაობისთვის ცოდნისა და პასუხისმგებლობის მიცემაა.

პარლამენტში მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიმართა და მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული საკოლექციო მონეტები გადასცა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: "ზოგადი განათლების რეფორმა - ცვლილებები, გამოწვევები და მოლოდინები".

შალვა პაპუაშვილმა პედაგოგებს მათი შრომისა და მაღალი სტანდარტისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო და შესაბამისი პირობები განათლებისთვის. თქვენი ამოცანაა მომავალ თაობას მისცეთ ცოდნა, ხასიათი და პასუხისმგებლობის განცდა, რომლის გარეშეც ვერც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი ვერ იქნება ძლიერი. ძვირფასო მასწავლებლებო, გულითადად გილოცავთ ამ აღიარებას. მადლობა თქვენი პროფესიის ერთგულებისთვის, თქვენი ყოველდღიური შრომისთვის და იმ მაღალი სტანდარტისთვის, რომელსაც მოსწავლეებს და კოლეგებს აჩვენებთ. გისურვებთ წარმატებას, ენერგიას და იმ სიხარულს, რომელსაც თქვენი მოსწავლეების მიღწევები მოგანიჭებთ", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტში მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები