პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: ბიზნესის წინაშე მთავარი გამოწვევაა სამუშაო ძალის დეფიციტი, ამისთვის წამოვიწყეთ განათლების რეფორმა, 90-იანი წლებიდან სერიოზული პრობლემები შეიქმნა განათლების სისტემაში, რაც უარყოფითად აისახება დღეს ბიზნესზე, ვგეგმავთ ვითარების გამოსწორებას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესის მთავარი გამოწვევა სამუშაო ძალის დეფიციტია, რის მოსაგვარებლადაც ხელისუფლებამ განათლების რეფორმა წამოიწყო.

პრემიერი: ბიზნესის წინაშე მთავარი გამოწვევაა სამუშაო ძალის დეფიციტი, ამისთვის წამოვიწყეთ განათლების რეფორმა, 90-იანი წლებიდან სერიოზული პრობლემები შეიქმნა განათლების სისტემაში, რაც უარყოფითად აისახება დღეს ბიზნესზე, ვგეგმავთ ვითარების გამოსწორებას
რუსთავი 2

ბიზნესის წინაშე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სამუშაო ძალის დეფიციტი, სწორედ ამისთვის ჩვენ წამოვიწყეთ განათლების რეფორმა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული სერიოზული პრობლემები შეიქმნა განათლების სისტემაში, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება დღეს ბიზნესზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება გეგმავს ამ ვითარების გამოსწორებას.

"რამდენიმე გამოწვევა არის ბიზნესის წინაშე, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სამუშაო ძალის დეფიციტი. შარშან და შარშანწინაც იგივე მაჩვენებელი იყო. წელსაც იგივე მთავარი პრობლემა დაფიქსირდა ბიზნესის მხრიდან ჩატარებულ კვლევაში. სწორედ ამისთვის ჩვენ წამოვიწყეთ განათლების რეფორმა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სერიოზული პრობლემები შეიქმნა განათლების სისტემაში, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება დღეს ბიზნესზე. ჩვენ ვგეგმავთ ამ ვითარების გამოსწორებას. იყო სხვა გამოწვევები, რაც დასახელდა. ჩვენ მზად ვართ ბიზნესთან დიალოგის გაგრძელებისთვის და თუ სადმე პრობლემა იქნება, თითოეული პრობლემა გადაიჭრება სწორედ დიალოგის საფუძველზე", - განაცხადა პრემიერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში, ზოგადი განათლების სისტემაში და ძალიან ბევრია სამუშაო იმისათვის, რომ ის რეფორმა, რომელიც დაიგეგმა, სწორად გატარდეს, უამრავი რამეა გამოსასწორებელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები