პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაშა ფარულავა - აშშ-მ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანია, დიდმა ბრიტანეთმა კი სამი კრიპტო კომპანია დაასანქცირა, სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობის გამო - ეს სისტემური პრობლემაა! რეჟიმი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სანდოობას

ნაციონალური მოძრაობასაქართველოს პროკურატურაქართული ოცნებასაქართველოს ეროვნული ბანკი

ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ აშშ-მა და ბრიტანეთმა საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები სანქციების გვერდის ავლისა და ტერორიზმის მხარდაჭერის გამო დაასანქცირეს, რაც ქვეყნის ფინანსურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ლაშა ფარულავა - აშშ-მ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანია, დიდმა ბრიტანეთმა კი სამი კრიპტო კომპანია დაასანქცირა, სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობის გამო - ეს სისტემური პრობლემაა! რეჟიმი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სანდოობას
ინტერპრესნიუსი

საქართველოში რუსული კაპიტალის კრიპტოვალუტით გადაადგილებისა და გათეთრების ფაქტებთან დაკავშირებით უკვე არამხოლოდ ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული გუნდი, არამედ დიდი ბრიტანეთის ელჩიც საუბრობს - ივანიშვილის რეჟიმი საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო სანდოობას, ფინანსურ რეპუტაციას და, რაც მთავარია, ქვეყნის ფინანსურ უსაფრთხოებას! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ინსტიტუციები მფარველობენ ამ დანაშაულებრივ სისტემებს და მათი მთავარი გვერდში მდგომები არიან.

„საქართველოში რუსული კაპიტალის კრიპტოვალუტით გადაადგილებისა და გათეთრების ფაქტებთან დაკავშირებით არამხოლოდ ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული გუნდი, არამედ უკვე დიდი ბრიტანეთის ელჩიც საუბრობს.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული სისხლიანი ფულის კრიპტო სამრეცხაოდ, ტრანსნაციონალური დანაშაულის, კრიმინალებისა და თაღლითების თავშესაფრად აქცია!

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ერთი წლის წინ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების საქმეზე. თუმცა ეს პროცესები არ შეჩერებულა. „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა, ყაზბეგის ქუჩაზე მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების ფული, როგორ თეთრდება კრიპტო გადარიცხვებით.

ივანიშვილის ინსტიტუციები, რომლებიც საკუთარ კანტორად გადააქცია, მფარველობას უწევენ და ამ სისტემის მთავარი გვერდში მდგომები არიან.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ, ფინანსური ზედამხედველობის საკითხებში კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას, რომელიც ხან რუსეთის აგენტს, ოთარ ფარცხალაძეს მფარველობს და ხან ისეთ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს იყენებენ ტერორიზმის მხარდაჭერისთვის.

აშშ-მ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანია ტერორიზმის მხარდაჭერის გამო დაასანქცირა, დიდმა ბრიტანეთმა კი სამი კრიპტო კომპანია დაასანქცირა, სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობის გამო.

ეს უკვე ცალკეული შემთხვევები აღარ არის - ეს სისტემური პრობლემაა! ივანიშვილის რეჟიმი საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო სანდოობას, ფინანსურ რეპუტაციას და, რაც მთავარია, ქვეყნის ფინანსურ უსაფრთხოებას!”, - განაცხადა ფარულავამ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოში კრიპტოთი რუსული კაპიტალის გათეთრების მტკიცებულებები ვნახეთ | ბრიტანეთის ელჩიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები